LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოდიშს გიხდით..“ – სალომე ზურაბიშვილი გიორგი ანწუხელიძისა და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს მიმართავს

589
fot (3)

„ახლა, ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო, გიორგი ანწუხელიძისა და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს, მე როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ბოდიშს გიხდით იმ შეურაცხყოფისთვის, რომელიც არა მხოლოდ თქვენი, არამედ მთელი ქვეყნის შეურაცხყოფაა“,– ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, გაუგებარია დღევანდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა.

„გაუგებარია, როცა ევროპას და ამერიკას ყველაფერს აბრალებ, მეორე ფრონტის გახსნის მცდელობას, ქართველობის წართმევას, გარყვნილებას და მაინც, საკუთარ შვილებს, ევროპასა და ამერიკაში უშვებ, საქართველოში კი, ახალ თაობას ევროპულ მომავალს უსპობ. დღეს ის დღეა, როცა ამ ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ, ვეძებოთ გამოსავალი და დავიბრუნოთ მომავლის იმედი. სიძულვილის ენამ, დაპირისპირებამ, ურთიერთგაგება და პატივისცემა შეცვალა, ეს სახელმწიფოს ასუსტებს. ვაჟას სხვა სიტყვებიც უნდა გვახსოვდეს – „ციხე რომ შიგნიდან ტყდება, მაშინ იმარჯვებს მტერია“, სწორედ ესაა ქართველობის დაკარგვის საფრთხე, ჩვენივე ხელით და ჩვენივე ნებით. ჩვენი ისტორიის მქონე ერმა, როგორ უნდა დაიჯეროს, რომ რუსეთის პოლიტიკა შეიძლება ვინმეს კარგ, ან ცუდ საქციელზე, ან რომელიმე კარგ, თუ ან ცუდ განცხადებაზე იყოს დამოკიდებული – ყველაფერზე, გარდა საკუთარ ინტერესზე.

როგორ ულოცავს ზელენსკი ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღეს: „დარწმუნებული ვარ, უკრაინელი და ქართველი ხალხი მოახდენენ თავისი ტერიტორიებს დეოკუპაციას“ 

რა იყო უკრაინაზე დამოკიდებული, როცა რუსეთმა ომი დაიწყო. ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი ტერიტორიებს დაგვიბრუნებს ჩვენი დათმობების სანაცვლოდ, მას ჩვენი ისტორიიდან არაფერი უსწავლია. ან კიდევ, როგორ დავიჯეროთ, რომ ოკუპანტი შეიძლება ჩვენი თანამემამულეების კეთილდღეობაზე ზრუნავდეს. ნუთუ გვავიწყდება, ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთში, ცხინვალში, ვინ ავიწროებს და ვინ იტაცებს. კარგად ვხედავთ დღეს, ვინ ცდილობს უკრაინის ოკუპაციას და იმასაც ვხედავთ, რომ მსოფლიო იცვლება, რუსეთის უძლეველობის მითი დამსხვრეულია და ხვალინდელ გეოპოლიტიკურ სივრცეში აღარ უნდა არსებობდეს ოკუპირებული ტერიტორიები. დღეს, 26 მაისია და ჩვენს უკრაინელ მეგობრებს მინდა ვუსურვო ქვეყნის გამარჯვება და გამთლიანება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

„ვფიცავ, მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე“ – წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს

სად რა ღონისძიება გაიმართება 26 მაისის აღსანიშნად – იხილეთ პროგრამა 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g