LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვფიცავ, მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე“ – წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს

518
Untitled design (1)

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქვეყნის 10 ქალაქსა და თბილისში წვევამდელებმა ფიცი დადეს.

თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს  

ფიცის დადების საზეიმო ცერემონია თერთმეტ ლოკაციაზე ერთდროულად მიმდინარეობდა. წვევამდელებმა ერთხმად წარმოთქვეს:

„მე, საქართველოს მოქალაქე შევდივარ რა სამხედრო სამსახურში, ვფიცავ, პირნათლად მოვიხადო ჩემი მხედრული ვალი საქართველოს წინაშე.

ვფიცავ, ღირსეულად განვაგრძო წინაპართა მხედრული ტრადიციები, მტკიცედ დავიცვა სამხედრო დისციპლინა, როგორც სახელმწიფოს ძლიერების საფუძველთა საფუძველი.

ვფიცავ შევინახო მონდობილი სამხედრო საიდუმლოები, შევასრულო სამხედრო წესდების ყველა მოთხოვნა და მეთაურის ბრძანებით, ვფიცავ, მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლო მტერზე გამარჯვებისათვის, თუ ამ ფიცს დავდებ, პასუხისმგებელი ვიქნები ღვთისა და ქვეყნის წინაშე – გვფარავდეს ღმერთი“.

სად რა ღონისძიება გაიმართება 26 მაისის აღსანიშნად – იხილეთ პროგრამა 

შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას – აშშ-ის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

როგორ ულოცავს ზელენსკი ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღეს: „დარწმუნებული ვარ, უკრაინელი და ქართველი ხალხი მოახდენენ თავისი ტერიტორიებს დეოკუპაციას“