აშშ-ის საელჩო საქართველოს საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხისგან:

თქვენი მდიდარი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოდით დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის და უფრთხილდებოდით მას.

ეს სულისკვეთება ისევეა ცოცხალი თქვენში, როგორც ოდესმე, განსაკუთრებით თქვენს მისწრაფებაში, გახდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრები და უზრუნველყოთ უსაფრთხოება და კეთილდღეობა საქართველოს მომავალი თაობებისთვის.

შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას, ისევე, როგორც ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

 

 

ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხისგან:
თქვენი მდიდარი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოდით…

Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on Thursday, 25 May 2023

 

 

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო!“, – წერია საელჩოს მილოცვაში.

„საქართველო ირჩევს ევროპას“ – 26 მაისს თბილისში ევროკავშირის დროშებით მსვლელობა დაანონსდა

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები