26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პარალელურად, თბილისში ევროკავშირის დროშებით მსვლელობა გაიმართება.

მსვლელობას ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან. მათი განცხადებით, მსოფლიოს ქართველი ერის არჩევანი უნდა აჩვენონ.

„26 მაისს, 10:30 შევიკრიბოთ რუსთაველის ძეგლთან, ევროკავშირის დროშებით და მსვლელობით მივიდეთ პარლამენტამდე
თან იქონიეთ ევროკავშირის დროშა

საქართველო ირჩევს ევროპას“, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

„მოგიწოდებთ 26 მაისს, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მოვაწყოთ მსვლელობა” – მამუკა ხაზარაძე

ცნობისათვის, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, პარლამენტის შენობის ფასადზე,  2022 წლისგან განსხვავებით, გამოფენილი არ არის ბანერები ევროპის დროშის გამოსახულებით. ადგილზე შეგხვდებათ წარწერა – „ეს დღე ჩვენია“.

ის ფაქტი, რომ დამოუკიდებლობის დღის გაფორმებაში ევროკავშირის დროშა წელს აღარ ფიგურირებს, სოციალურ ქსელში მოქალაქეების ნაწილმა გააპროტესტა.

ამის შემდეგ მთავრობას მოუწია განმარტება, რატომ აღარ არის EU-ის დროშა საზეიმო გაფორმებაში.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სადღესასწაულო გაფორმება ყოველწლიურად სხვადასხვა თემატიკის მიხედვით ხდება.

„წელს 26 მაისის გზავნილია „თავისუფლების სიყვარულით“. დედაქალაქისა და მთელი საქართველოს გარე-გაფორმება მოხდა ეროვნული სიმბოლიკით. შარშანდელი თემა იყო „ევროპისკენ“, – ამბობენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ნამდვილად არის, არ ვიცი, რატომ გაღიზიანდნენ ასე საქართველოს სიმბოლიკით – მაკა ბოჭორიშვილი 

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები