საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. ამ წუთებში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს თავისუფლების მოედანზე.
ღონისძიებას ესწრებიან პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სასულიერო პირები, მოწვეული სტუმრები და რიგითი მოქალაქეები.
ცოტა ხნის წინ ღონისძიებაზე წარადგინეს სახელმწიფო სიმბოლოები – დროშა და გერბი. შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
საზოგადოებას სიტყვით მიმართავს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
დღესვე ფიცს დადებენ წვევამდელები მთელი ქვეყნის მასშტაბით – თბილისსა და 10 ქალაქში.
სად რა ღონისძიება გაიმართება 26 მაისის აღსანიშნად – იხილეთ პროგრამა