LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

266
fot (2)

საქართველო დამოუკიდებლობის 105 წლის იუბილეს ზეიმობს. შესაბამისი განწყობის შესაქმნელად თბილისსა და 15 ქალაქში ღონისძიებებია დაგეგმილი. წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მთავარი თემატიკაა: „თავისუფლების სიყვარულით“.

პროგრამა უკვე ტრადიციად ქცეული ცერემონიით 11 საათზე დაიწყება – წვევამდელები ფიცს ამჯერად პარალელურად მთელი საქართველოს მასშტაბით დადებენ.

რაც შეეხება სხვა სამხედრო კომპონენტს, მთელი დღის განმავლობაში გამოფენილი იქნება ტექნიკა და აღჭურვილობა. გადაიფრენს ავიაცია.

სად რა ღონისძიება გაიმართება 26 მაისის აღსანიშნად – იხილეთ პროგრამა

26 მაისის ერთ-ერთი მთავარი დეტალი იქნება საქართველოს ჰიმნი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს - 17:10 საათზე გაჟღერდება.

ქართული ავიაციის 100 წელთან დაკავშირებით წარმოდგენილი იქნება პეტრე ოცხელის მფრინავი მღებავის ინტერაქტიული ინსტალაცია, ავიაციის კოსტუმების გამოფენა, წარმოდგენილი იქნება რეალური თვითმფრინავი, სადაც მოსულ სტუმრებს შეეძლებათ შესვლა და ფოტოების გადაღება.

საქართველოს მასშტაბით საზეიმო ღონისძიებები 15 ქალაქში გაიმართება.

თბილისში, რუსთაველზე კი, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საგანგებოდ ემზადებიან.

მთავრობა განმარტავს, რატომ აღარ არის EU-ის დროშა საზეიმო გაფორმებაში

გასართობი, კულტურული, შემეცნებითი თუ გასტრონომიული სივრცეები, სპორტული აქტივობები და ყველაზე მასშტაბური საქართველოს დროშა, მთავარი გამზირის თავზე ელოდება ყველა თაობის სტუმარს.

დღის განმავლობაში, ცენტრალურ მოედნებზე სხვადასხვა სივრცე მოეწყობა- მათ შორის ღვინის, კვების, სპორტის და მუსიკალური კუთხეები. ყველგან იქნება პროგრამა ბავშვებისთვის – კულმინაცია 20:00 საათზე დაგეგმილი გალა კონცერტია.

„საქართველო ირჩევს ევროპას“ – 26 მაისს თბილისში ევროკავშირის დროშებით მსვლელობა დაანონსდა

 

ფოტო: ბადრი ვადაჭკორია
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g