LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად რა ღონისძიება გაიმართება 26 მაისის აღსანიშნად – იხილეთ პროგრამა

367
Untitled design

გზავნილით – „თავისუფლების სიყვარულით“ – საქართველო დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისთვის ემზადება.

26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში, ყველაზე მრავალფეროვანი პროგრამა კი დედაქალაქის მცხოვრებლებს და სტუმრებს დახვდებათ.

საქართველოს მთავრობა ავრცელებს ინფორმაციას იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მოქალაქეებს თბილისში ელით.

26 მაისის ღონისძიება 11:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების საზეიმო ცერემონიით დაიწყება.

წელს ფიცი დაიდება მთელს საქართველოში ერთდროულად – თბილისსა და 10 რეგიონში.

26 მაისის ერთ-ერთი მთავარი დეტალი იქნება საქართველოს ჰიმნი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს – 17:10 საათზე გაჟღერდება.

მთავრობა განმარტავს, რატომ აღარ არის EU-ის დროშა საზეიმო გაფორმებაში

პარლამენტის შენობის ფასადზე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, 2022 წლისგან განსხვავებით, გამოფენილი არ არის ბანერები ევროპის დროშის გამოსახულებით. ადგილზე შეგხვდებათ წარწერა – „ეს დღე ჩვენია“.

თავისუფლების მოედანზე 300 ბავშვი ჰიმნს უმღერებს თავისუფლებას.

დღის განმავლობაში, მოეწყობა ღვინის სივრცე:

  • 10:00 საათიდან 19:00 საათამდე მოეწყობა მეღვინეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
  • 13:00-დან 16:00 საათამდე წარმოდგენილი იქნება პროგრამა ღვინო და ჯაზი, რომელსაც მუსიკალურად რეზო კიკნაძის კვინტეტი გააფორმებს.

ასევე მოეწყობა სომელიეს მასტერკლასი და სხვადასხვა სახეობის ღვინის დეგუსტაცია.

12:00-დან 19:00 საათამდე დედაქალაქში წარმოდგენილი იქნება საბავშვო სივრცე, სადაც პატარებისთვის მოეწყობა საბავშვო ტკბილეულისა და გასართობი სივრცეები, საბავშვო მუსიკის კუთხე, ცეკვის თამაშები და გასაფერადებლები.

მოქალაქეებს დახვდებათ კვების ზონა და სპორტული სივრცე, კეიტ პარკი და კონკურსები, მოეწყობა სკეიტერების საჩვენებელი შოუ.

დედაქალაქის მთავარ გამზირზე მოეწყობა მუსიკალურ-თეატრალური სივრცე, ასევე კაფე „რადიო“ – რუსთაველის გამზირიდან განხორციელდება პირდაპირი მაუწყებლობა სხვადასხვა გადაცემითა და მოწვეული სტუმრებით.

20:00 საათზე კი რესპუბლიკის მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი გაიმართება.

„საქართველო ირჩევს ევროპას“ – 26 მაისს თბილისში ევროკავშირის დროშებით მსვლელობა დაანონსდა

ვრცლად დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ წაიკითხეთ აქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები