LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო ჩარკვიანი სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს

183
1

პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

ჩარკვიანი აცხადებს, რომ ინიციატივა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ემიგრანტებს ეკუთვნის.

ამასთან, თაკო ჩარკვიანმა გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, მივიდნენ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე, რომელიც დღეს რუსთავის ციხესთან 15:00 საათზე გაიმართება:

რას წერს ლიზა იასკო რუსთავის ციხესთან დაგეგმილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე

“არჩევნები მოგებულია იმ გაყალბების ფონზე. ეს არჩევნები საქართველომ მოიგო. სამ საათზე ჩვენ აქედან მსვლელობით წავალთ. სამზე უნდა ვიყოთ ციხესთან, სადაც დამწყვდეულია ის პრეზიდენტი, რომელმაც პრაქტიკულად, ააშენა სახელმწიფოები, რომელიც ამათმა დაანგრიეს”, – განაცხადა ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.

ამ დროისთვის სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.

დღეს მას ხვდებიან ადვოკატები, რომლებიც სააკაშვილის დაკავების შემდეგ ციხეში პირველად მივიდნენ.

დღესვე, ლოზუნგით – “თავისუფლებას მიშას”, რუსთავის ციხესთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და სააკაშვილის მხარდამჭერები შეიკრიბებიან.

mazda magti 5g