LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო ჩარკვიანი: „თალაკვაძის პოეზიას გადავხედე და მივხვდი, რომ ცოტა ეროტიკული არაცნობიერი აქვს“

191
fot (2)

ეს არის თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის შე­ლახ­ვა. კო­მუ­ნიზ­მის პე­რი­ოდ­ში, სა­დღაც ად­რე­ულ კო­მუ­ნიზ­მში ვბრუნ­დე­ბით აზ­როვ­ნე­ბით. ძა­ლი­ან სირ­ცხვი­ლია! წყნა­რად, მშვი­დად, გა­იწ­ვი­ეთ ეს სი­სუ­ლე­ლე, უბე­დუ­რე­ბაა ეს, არაა კარ­გი, – ასე მი­მარ­თა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა თაკო ჩარ­კვი­ან­მა მმარ­თველ გუნდს პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე, სა­დაც „შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის კა­ნონპ­რო­ექ­ტის მე­ო­რე მოს­მე­ნით გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას : „თქვენ რა დემოკრატიაზე და კარვებზე ლაპარაკობთ, ომბუდსმენი სცემეთ შუა ქუჩაში, აივნებზე ესროდით ხალხს – მინდა თამარ ჩარკვიანი დავამშვიდო, ამ კანონში ლეიბებზე შეზღუდვები არ არის დაგეგმილი“

„რაში გჭირ­დე­ბათ? ეს ამ­ბა­ვი ხომ ვერ გა­მო­ვა?! მეს­მის თა­ლაკ­ვა­ძეს არ უნდა, რომ ახ­სოვ­დეს ან ვერ უნდა, გუ­შინ სან­დრას ინ­ტერ­ვი­უს გა­დავ­ხე­დე და 2013 წელს მთლად „ნა­ცი­ო­ნა­ლი“ ყო­ფი­ლა ეს კაცი, ეს მე არ ვი­ცო­დი. არ ემახ­სოვ­რე­ბა, რა თქმა უნდა, რომ ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, გუ­შინ გი­თხა­რით ეს ამ­ბა­ვი, ჩვენ, ოპო­ზი­ცი­ას 3-4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კარ­ვე­ბი გვედ­გა. ვის რა არაც­ნო­ბი­ე­რი აქვს ხომ იცით, ჩემი არაც­ნო­ბი­ე­რია „კა­რავ­ში სი­ცი­ვეა და ლე­ი­ბია სა­ჭი­რო“ და აი, თა­ლაკ­ვა­ძის არაც­ნო­ბი­ე­რი ეტყო­ბა სხვა არის, მის პო­ე­ზი­ას გა­დავ­ხე­დე და მივ­ხვდი, რომ ცოტა ერო­ტი­კუ­ლი არაც­ნო­ბი­ე­რი აქვს. ვერ ემახ­სოვ­რე­ბა მას, არ უნდა რომ ახ­სოვ­დეს, 4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში დად­გმუ­ლი კარ­ვე­ბი. და­ვუშ­ვათ ოპო­ზი­ცი­ამ დად­გა კა­რა­ვი და რა ხდე­ბა? რა ში­შე­ბია? ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა ვართ. რუსი რომ შე­მო­ვა, არ მგო­ნია ერ­თად არ დავ­დგეთ. რუ­სე­ბის მხა­რეს ხომ არ დად­გე­ბით? 8 აგ­ვის­ტოს რუსი რომ შე­მო­ვი­და, მთე­ლი ოჯა­ხით ჯაჭვში ვი­დე­ქით. მა­მა­ჩე­მი ჯო­ხით, გა­ქა­ნე­ბულ ოპო­ზი­ცი­ა­ში ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ჯაჭვში ვი­დე­ქით. 21-ე სა­უ­კუ­ნეა, ამ ტი­პის კა­ნო­ნის მი­ღე­ბა უხერ­ხუ­ლია. რო­გორ მოგ­დით ეგე­თი რა­ღაც თავ­ში?! ეს არის თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის შე­ლახ­ვა. კო­მუ­ნიზ­მის პე­რი­ოდ­ში, სა­დღაც ად­რე­ულ კო­მუ­ნიზ­მში ვბრუნ­დე­ბით აზ­როვ­ნე­ბით. ძა­ლი­ან სირ­ცხვი­ლია! წყნა­რად, მშვი­დად, გა­იწ­ვი­ეთ ეს სი­სუ­ლე­ლე, უბე­დუ­რე­ბაა ეს, არაა კარ­გი“, –  გა­ნა­ცხა­და თაკო ჩარ­კვი­ან­მა.

პაატა მანჯგალაძე უმრავლესობას: შეშაც აკრძალეთ, კონსერვის ქილაც, შიათ ადამიანებს – ხოლმე აქციაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g