LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას : „თქვენ რა დემოკრატიაზე და კარვებზე ლაპარაკობთ, ომბუდსმენი სცემეთ შუა ქუჩაში, აივნებზე ესროდით ხალხს – მინდა თამარ ჩარკვიანი დავამშვიდო, ამ კანონში ლეიბებზე შეზღუდვები არ არის დაგეგმილი“

135
Untitled design (9)

„თქვენ რა დემოკრატიაზე და კარვებზე ლაპარაკობთ! ომბუდსმენი სცემეთ დემონსტრაციის დროს შუა ქუჩაში, რუსთაველის გამზირზე და აივნებზე ესროდით ხალხს გაზის ყუმბარებს,“ – ამის შესახებ  პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ  „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებს განხილვის დროს, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თალაკვაძემ  თამარ ჩარკვიანს მიმართა და აღნიშნა, რომ „ამ კანონში ლეიბებთან დაკავშირებით არავითარი შეზღუდვები არ არის დაგეგმილი“.

„მინდა თამარ ჩარკვიანი დავამშვიდო, ქალბატონო თამარ, თქვენ რაც დააანონსეთ, ეს იყო ლეიბების რევოლუცია და მინდა დაგამშვიდოთ, რომ ამ კანონში ლეიბებთან დაკავშირებით არავითარი შეზღუდვები არ არის დაგეგმილი,“ – განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა.

არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა რომან გოცირიძესაც.

რომან გოცირიძე „ოცნებას“: თქვენ გეშინიათ კარვის, ელოდებით „კარვების რევოლუციას“

„ბატონო რომან, კარვების ქალაქი თქვენი ხელისუფლების დემოკრატიის უმაღლეს მწვერვალად, რომ შემოგვასაღეთ, ეგრეც არ ყოფილა ეგ ამბავი. ძალიან კარგად ვიცი, კარვები, რატომაც დატოვეთ რუსთაველის ქუჩაზე და ბოლოს, რა უქენით მაგ ხალხს.

ისიც კარგად ვიცით, ქუჩები, ყველა გასასვლელი რომ ჩაუკეტეთ, ამოახრჩვეთ გაზში ხალხი და ხელკეტებით, რომ სცემეთ ბავშვიან-ქალიანად ყველა, ძალიან კარგად გვახსოვს ეგ.

თქვენ რა, მართლა კარვების დადგმა გინდოდათ აქ და დემოკრატიას აჩვენებდით ვინმეს? გადახვედით მთელი პარლამენტი და მთავრობა ლამის სხვა ქალაქსა და სხვა ქვეყანაში აგრძელებდით საქმიანობას.

ეგ იყო თქვენი ჩანაფიქრი, გჭირდებოდათ მაშინ, გაითამაშეთ, მაშინ, რაღაც პარტია, მაგრამ ისიც ვერ მიიყვანეთ ბოლომდე წესიერად.

ადექით და ბოლოში მაინც დაარბიეთ ის ხალხი. ამიტომ ძალიან გთხოვთ ახლა კარვების ტოლერანტებად ნუ გამოიყვანეთ აქ თქვენი თავი,“ – განაცხადა თალაკვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g