მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე მეორე შვილს ელოდება. მან ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მისი ორსულობა ჩანს.
თაკომ ერთ-ერთი მეგობრის კითხვას უპასუხა, რომელმაც ჰკითხა, ეს ძველი ფოტო იყო თუ ახლანდელი. მომღერლის ფრაზას, რომ მეორეს ელოდება, მეგობარმა, სალომე მგელაძემ ასე უპასუხა: ,,ხელები ამიწევია, მაგარი გოგო ხარ…”
თაკო გაჩეჩილაძეს და მის მეუღლეს, უცხოელ პროდიუსერსა და კომპოზიტორს, ბორის მილანოვს პირველი შვილი მცირე ხნის წინ შეეძინათ.