LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო კორინთელი შეცვლილი იმიჯის შესახებ: „ახლა ვარდისფერი პარიკების ყიდვას ვაპირებ, ოღონდ – საეთეროდ… ბავშვობაში თავის გადაპარსვა ძალიან მინდოდა, უბრალოდ, ვოცნებობდი და მსიამოვნებდა…“

572
თაკო კორინთელი

მთავარ სლაიდზე ფოტო: Ana Meskhi

ტელეწამყვანმა თაკო კორინთელმა, რომელიც საზოგადოებამ წლების წინ, „ჩემი ცოლის დაქალებში“ ბარბარიკას როლის შესრულებით გაიცნო, გარეგნობაში რადიკალური ცვლილებები შეიტანა, კერძოდ, თმა მთლიანად გადაიპარსა და შეცვლილი იმიჯით გულშემატკივრები აღაფრთოვანა.

„ძალიან ლამაზი ხარ“, „ყველაფერს როგორ იხდენ“ – თაკო კორინთელის ახალმა იმიჯმა სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა

ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში ტელეწამყვანი საუბრობს იმაზე, თუ ვინ დაეხმარა რადიკალური ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

„ჩემმა ქმარმა თურქ კაცს, ვინც სალონში დაგვხვდა, ჰკითხა, – თავის გადაპარსვა უნდა და დასვამთ, მიიღებთო? – კი, დაბრძანდითო, – უპასუხა. – მე არა, ჩემი ცოლიო, – განუმარტა ჩემმა ქმარმა. ამის გაგონებაზე მთელი სალონი შეიკრიბა, რადგან გრძელი, ხუჭუჭა თმა მქონდა. ჩემი მეუღლე თურქულად საუბრობს. კაცმა ათჯერ ჰკითხა, – ნამდვილად მზადაა, დავიწყოო? ბოლოს, საპარსი აპარატი უკვე ხელში ეჭირა, მაგრამ მაინც შეჩერდა და კიდევ ერთხელ ჰკითხა, – ნამდვილად? დარწმუნებულიაო? მგონი, ცოტათი ეჭვი შეეპარა, ამას ქმარი ხომ არ აძალებსო?..“

„ჩაცმის სტილს რაც შეეხება, „პრინცესული“, ვარდისფერი სამოსი ისევ მიყვარს – ახალი ვარცხნილობა ამას ხელს არ უშლის. ვარდისფერი ქუდიც მაქვს ხოლმე თავზე „დამხობილი“. ახლა ვარდისფერი პარიკების ყიდვას ვაპირებ, ოღონდ – საეთეროდ. მანამდე ვერ გავბედავდი, რომ მაგალითად, პარიკები დამეფარებინა…

„არასტაბილური მხოლოდ ქმართან ურთიერთობაში გახლავარ, რაშიც ჩვენს ექსპრომტად მიღებულ გადაწყვეტილებებს ვგულისხმობ, თორემ სხვა მხრივ, თუნდაც გარეგნობასთან დაკავშირებით, სტილის რადიკალური შეცვლა არასოდეს გამიბედავს. კი, ბავშვობაში თავის გადაპარსვა ძალიან მინდოდა, მაგრამ ამის უფლებას ვინ მომცემდა (იცინის)?! უბრალოდ, ვოცნებობდი და მსიამოვნებდა…“

ინტერვიუს სრულად ჟურნალ „გზის“ 7 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.

💄 Nana Robanishvili 📸 Ana Meskhi 👩🏻‍🦲🙈👌🏻💖💃🏼💃🏼♥️♥️

Posted by თაკო კორინთელი on ოთხშაბათი, 06 ნოემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g