LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო კორინთელის ჯვრისწერის დეტალები: „ქორწილი და დიდი ამბები წინ არის… ისეთი დეტალებია დასაგეგმი, ძალიან გაგვეწელა, ამიტომ ჯვარი ვიწრო წრეში დავიწერეთ…“

1262
თაკო კორინთელი და ლევან ნარეშელი

„ქორწილი და დიდი ამბები წინ არის“, გვეუბნება ტელეწამყვანი, ულამაზესი მსახიობი თაკო კორინთელი, რომელმაც ოთხწლიანი ურთიერთობის თავზე, მეორე ნახევარზე, ლევან ნარეშელზე ჯვარი სულ რამდენიმე დღის წინ დაიწერა. წყვილი 2019 წელს შედგა, თუმცა შემდე, პანდემიის პერიოდი დაიწყო და ორწილის გადახდა ვერ მოხერხდა, მხოლოდ ხელი მოაწერეს, ახლა ჯვარი დაიწერეს, ხოლო ქორწილი, რომელიც, როგორც თაკო fortuna.ge-ს ეუბნება, გრანდიოზული უნდა იყოს, გარკვეული პერიოდის შემდეგ იგეგმება.

თაკო კორინთელი:

ქორწილი და დიდი ამბები წინ არის!.. (იღიმის) ჩვენი ჯვრისწერა ვიწრო წრეში გაიმართა, სადაც იყვნენ მეჯვარეები მეუღლეებთან ერთად და დედები და ძმები. ძალიან ბევრ ადამიანს სურდა, ჩვენს ქორწილს დასწრებოდა, მაგრამ ეს არ იყო ქორწილი. ეს იყო ჯვრისწერა, რომელიც ძალიან სპონტანურად დაიგეგმა. მე და ლევანმა დაახლოებით ოთხი წლის წინ მოვაწერეთ ხელი, დავიწყეთ თანაცხოვრება. ეს იყო 2021 წელს,. კორონას პერიოდში და მაშინ ქორწილის გადახდა ვერ მოხერხდა. ხელისმოწერაც ძალიან ვიწრო წრეში გაიმართა….

მე და ლევანს ძალიან ბევრი საქმე გვქონდა და ფიზიკურად ვერ ვახერხებდით, რომ ქორწილი დაგვეგეგმა. გვინდოდა, ყოფილიყო გრანდიოზული, დრონებით გადაღებული და ა.შ. მოკლედ, ვერ მოვაბით თავი. ხან რა გამოჩნდა, ხან – რა. ახლაც ვგეგმავდით, მაგრამ დროში ძალიან იწელებოდა გრანდიოზული ქორწილის დაგეგმვა.

რამდენიმე დღის წინ მოვიდა ჩემი ქმარი და მითხრა, როგორც ჩანს, ქორწილის დაგეგმვა გაიწელება და მოდი, უცებ წავიდეთ და დავიწეროთ ჯვარიო. კარგი-მეთქი.

არ ვაპირებდი საქორწილო კაბის ჩაცმას, მსგავს არაფერს ვგეგმავდი. ჩემს მეჯვარეს, ნანუკას გულუას აქვს თავისი ატელიე, ზუსტად ორ დღეში შემიკერა კაბა, რას ჰქვია, კაბა უნდა ჩაგაცვაო.

მეც და ლევანიც დილიდან სამსახურებში ვიყავით. ეთერიდან გამოვედი, კაბა უცებ გადავიცვი და წავედით ეკლესიაში. თან, მაგ დროს უკვე ფეხბურთი იყო, ჩვენების თამაში და გულშემატკივრობის საღამოც გამოგვივიდა (იღიმის).

ბოლოს და ბოლოს, გაგვიმხელთ, ქორწილი როდის იქნება?

მაგას ვერ მოვყვები, მაგაშია საქმე, ძალიან ბევრი დეტალია, მარტო მე და ჩემი ქმარი არ ვართ ჩართულები. სიურპრიზი იქნება დამსწრეებისთვის… ჩვენთვის ჯვრისწერა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და იმდენად გვინდოდა ჯვრისწერა, იმდენად გვაწუხებდა ეს თემა, რომ გადავწყვიტეთ, ჯვარი დაგვეწერა.

ოთხი წელი გასულა თქვენი დაოჯახებიდან. ალბათ, ბევრი სიძნელე გადალახეთ და ბევრი ბედნიერი დღე გქონდათ…

ძალიან ბევრი რამ გადავლახეთ. მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს ღრმა ბავშვობიდან ვიცნობთ. ერთ უბანში ვცხოვრობდით, ერთ სკოლაში დადიოდით, ჩვენი კორპუსები, მაქსიმუმ, ორასი მეტრის მანძილზე იყო დაშორებული. მეზობლებიც ვიყავით, უბნელებიც, სკოლელებიც და ბევრი წლის მერე გავხდით შეყვარებულებიც.

ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მთავარი, რაც გამოჩნდა, ისაა, რომ შენი მეუღლე შენი მეგობარი და მესაიდუმლეა. როცა ასეა, გრძნობა კიდევ უფრო ძლიერდება. როცა პატივს სცემ ერთმანეთს, როცა მეგობრობ, ეს უფრო მეტად აძლიერებს ურთიერთობას. ცალკე თემები არ მაქვს, რასაც გოგონებს მოვუყვები და ჩემს ქმარს – არა. როგც დავიწყეთ ურთიერთობა, გახსნილად და ღიად, ასევე ვაგრძელებთ. ეს არის ჩვენი კოზირი, რომელიც გვიძლიერებს ამ ურთიერთობასა და სიყვარულს…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები