LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო ნაცვლიშვილი: „ჯულია რობერტსს სამი დუბლიორი ჰყავდა და მხოლოდ იმ კადრების გადასაღებად მოდიოდა, სადაც წინიდან ჩანდა…“

839
ჯულია და თაკო ნაცვლიშვილი

ვიკა კალანდიას რუბრიკას „იმედზე“ მოდელი თაკო ნაცვლიშვილი ესტუმრა. მან ისაუბრა საცვლების ახალ ქართულ ბრენდზე, რომელიც თავად დააფუძნა, რთულ დღეებზე პოდიუმს მიღმა და პროფესიის სიძნელეებზე.

თაკო ნაცვლიშვილმა ასევე გაიხსენა ბრენდ „კალცედონიასთვის“ ჯულია რობერტსთან ერთად გადაღებული რეკლამა:

„ზედმეტად უშუალო და მეგობრულია. რომ შევიდა, მახსოვს, შემოანათა. ჩვენი თანამშრომლობა შედგა სამი წლის წინ ვერონაში, სადაც „კალცედონიას“ რეკლამაში გვიღებდნენ. მე კონსულტანტის როლში ვიყავი. „ჩაო, ჯულია“, ამ რეპლიკას ვეუბნებოდი. ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი. მანამდე ბევრ ცნობილ ადამიანთან მიმუშავია, მაგრამ არასდროს – კინომსახიობთან. ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა იმან, რომ ჯულია რობერტსს ჰყავდა სამი დუბლიორი და ის მოდიოდა მხოლოდ იმ კადრების გადასაღებად, სადაც წინიდან ჩანდა. მე, რა თქმა უნდა, დუბლიორი არ მყოლია…“

ფოტო: თაკო ნაცვლიშვილი საცურაო კოსტიუმში შეუდარებლად გამოიყურება

ფოტო: თაკო ნაცვლიშვილის ფერადი დასვენება კუნძულ კრეტაზე

ფოტო – ულამაზესი დედა-შვილი: ნინო ცქიტიშვილისა და თაკო ნაცვლიშვილის სელფი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები