LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თალაკვაძე: „დემოკრატიულ სახელმწიფოში სტატუსი რომ მხოლოდ ხალხმა ან მხოლოდ ხელისუფლებამ შეიძლება დაიმსახუროს, ეს რუსული პროპაგანდაა“

145
არჩილ თალაკვაძე

„სტატუსი რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში მხოლოდ ხალხმა შეიძლება დაიმსახუროს, ან მხოლოდ ხელისუფლებამ, ეს არის ტიპური რუსული პროპაგანდა“, – აღნიშნული განცხადებით  „ქართული ოცნების“ დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე ევროპარლამენტარების ანდრიუს კუბილიუსისა და ანა ფოტიგას განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც მანვე აღნიშნა, არც ერთ ნამდვილ ევროპელს თავში აზრად არ მოუვა, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება ხალხს დააშოროს.

„სტატუსი გვაძლევს ბევრ სიკეთეს, მათ შორის ფულს.. ვცდებოდით, როცა ვამბობდით, რომ „ოცნებას“ სტატუსი არ უნდა – ძალიანაც უნდა, ოღონდ რეკომენდაციების შესრულების გარეშე“ – რომან გოცირიძე

პარლამენტის ვიცე – სპიკერის თქმით, სტატუსი მხოლოდ ქართველმა ხალხმა დაიმსახურა. თალაკვაძის სიტყვებით, ეს არის ცინიკური, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო განცხადება და ვინც ამ გზავნილს იმეორებს, რუსულ პროპაგანდას იმეორებს.

„მხარი დაგვიჭირა ევროკავშირმა, ცხრა წინაპირობა არის გასაკეთებელი.. მოგვეცით საშუალება და ცხრავე პირობა ყოველგვარი პრობლემის გარეშე, უმოკლეს ვადაში შესრულდება“ – გიორგი ვაშაძე 

„სტატუსი რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში მხოლოდ ხალხმა შეიძლება დაიმსახუროს, ან მხოლოდ ხელისუფლებამ, ეს არის ტიპური რუსული პროპაგანდა.

სწორედ რუსეთმა სცადა პირველად საქართველოში თავის დეზინფორმაციის და რბილი ძალის გამოყენებით, რომ ხელისუფლება და ხალხი ერთმანეთს დაეშორიშორებინა და დღეს ვინც ამ გზავნილებს იმეორებენ, პირდაპირ რუსულ პროპაგანდას იმეორებენ.

სინამდვილეში, არც ერთ ნამდვილ ევროპელს თავში აზრად არ მოუვა, რომ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება დააშოროს ხალხს, მით უმეტეს ევროინტეგრაციის პროცესში.

ეს ხომ წარმოუდგენელია?! ლოგიკის დონეზეც კი არ არსებობს, რომ ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ცალ-ცალკე მიიღონ სტატუსი.

„ევროპელ კოლეგებთან ამაზე არაერთი წელი გვექნება მუშაობა, სტატუსის მიღების შემდეგ, ზოგ ქვეყანას 5 და ზოგს 10 წელი სჭირდება“ – გურამ მაჭარაშვილი

ესაა ღიმილის მომგვრელი და ცინიკური განცხადება, რაც ცალსახად საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს“. – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს

ინფორმაციისთვის, ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ განაცხადა, რომ მიუხედავად მმართველი პარტიის მიერ ბოლო დროს გადადგმული ზოგიერთი შემაშფოთებელი ნაბიჯისა, არ შეუძლიათ საქართველოს ევროკავშირის კარი დაუხურონ.

magti 5g