LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროპელ კოლეგებთან ამაზე არაერთი წელი გვექნება მუშაობა, სტატუსის მიღების შემდეგ, ზოგ ქვეყანას 5 და ზოგს 10 წელი სჭირდება“ – გურამ მაჭარაშვილი

152
Untitled design (28)

„პირობები და დათქმები, თავისთავად, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამაზე გვექნება არაერთი წელი მუშაობა, სტატუსის მიღების შემდეგ ერთი და ორი წელი კი არა, ზოგ ქვეყანას ვიცით, 5 და ზოგს 10 წელი სჭირდება,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„დათქმებთან და პირობებთან დაკავშირებით ჩვენ ევროკავშირთან გვაქვს ძალიან კარგი გამოცდილება. ევროპელებმა დაინახეს ის, რომ რაც ცალმხრივად არ შეიძლება გაკეთდეს, მაგალითად, დეპოლარიზაცია, ეს ბუნებრივია ვერ იქნება მოთხოვნილი. ამის გათვალისწინებით მიიღეს სწორედ პოზიტიური გადაწყვეტილება.

რაც შეეხება დანარჩენ დათქმებს, არსებობს შესაბამისი უწყებები პარლამენტში თუ მთავრობაში, საგარეო გუნდთან და ევროპელ კოლეგებთან ერთად თითოეულ ამ დათქმაზე იქნება კონსულტაციები და მაქსიმალურად შესრულდება.

მთავარია, ევროპამ დაინახა, რომ საქართველოში არის ქართული ხელისუფლება, რომელსაც უნდა ევროინტეგრაცია, მიუხედავად დაბრკოლებებისა, რომელსაც გვიქმნის რადიკალური ოპოზიცია, პრეზიდენტი და გარე უცხოური ძალები,“- განაცხადა მაჭარაშვილმა.

კითხვაზე, თუ რატომ არის საჭირო დათქმების შესასრულებლად მრავალი წელი, იმ ფონზე, როცა  უკრაინამ და მოლდოვამ ეს წელიწად-ნახევარში შეძლო, მაჭარაშვილი პასუხობს, რომ საქართველო უკრაინასაც და მოლდოვასაც ბევრი მაჩვენებლით უსწრებს, ხოლო რამდენ ხანშია შესაძლებელი დათქმების შესრულება, ამას ვერ უპასუხებს ვერც ერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი.

„მაგას ვერ გიპასუხებთ ვერც ერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი, რომელსაც აქვს კანდიდატის სტატუსი, რადგან ევროკავშირს აქვს ეს პოზიცია, რომ მოლაპარაკებების დაწყება იქნება თუ დაწყების შემდეგ ამ პირობების შესრულება, ეს დამოკიდებულია ურთიერთობაზე და იმაზე, თუ რომელი სახელმწიფო როგორ მოიქცევა, მაგრამ მთავარი აქ რა არის – ამ გადაწყვეტილებით ევროკავშირიდან არის სიგნალი, რომ საქართველოში არის ქართული ხელისუფლება, რომელსაც უნდა ევროპა და არის ქართველი ხალხი, რომელიც ირჩევს ევროპასაც და ევროპულ ხელისუფლებასაც. ამის შემდეგ თუ კიდევ ექნება ხელშეშლა ოპოზიციას, ჩვენ ამას ყურადღებას არ მივაქცევთ და მივყვებით პირობებს, რაც ექნება ევროკავშირს,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

დეპუტატმა ასევე ისაუბრა ოპოზიციაზეც და თქვა, რომ ევროპამ უკვე დაინახა, რეალურად, ვინ მუშაობდა სტატუსის მისაღებად და ვინ საწინააღმდეგოდ.

„სამწუხაროდ, ვერ დაგპირდებით, რომ რადიკალური ოპოზიცია ჭკუას ისწავლის და ხელისუფლებას შეეხიდება, რათა დათქმები შევასრულოთ..

„დათქმები ნებისმიერ კანდიდატ ქვეყანას აქვს და ბუნებრივია, ჩვენც გვექნება, მაგრამ გვაქვს გამოცდილება, როგორ შეიძლება, პარტნიორებთან ერთად, კონსულტაციებით დათქმები შევასრულოთ და მივიღოთ როგორც სტატუსი, ასევე მომავალში წევრობა,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში გუშინ გამოქვეყნდა.

„სტატუსი გვაძლევს ბევრ სიკეთეს, მათ შორის ფულს.. ვცდებოდით, როცა ვამბობდით, რომ „ოცნებას“ სტატუსი არ უნდა – ძალიანაც უნდა, ოღონდ რეკომენდაციების შესრულების გარეშე“ – რომან გოცირიძე

mazda magti 5g