პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით, ის უკვე საქართველოშია.
„მოდელირებული ქრონიკის ავტორებისგან რა უნდა გაგიკვირდეს? ომი დადგეს მედიით“, – წერს არჩილ თალაკვაძე.
როგორც ის აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილს თავისი ჩამოსვლაც ისეთ სტილში წარმოუდგენია, როგორც „გორში თვითმფრინავის დანახვისას მოიქცა“.
„რაც შეიძლება მეტი HA HA! 2 ოქტომბერს ჩვენი ყველა მხარდამჭერი არჩევნებზე! მშვიდად და მტკიცეთ გავიმარჯვებთ! „ქართული ოცნება“ იგებს!“ , – წერს სოციალურ ქსელში თალაკვაძე.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.
მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.
სააკაშვილი ვიდეოს ავრცელებს: აი ეს არის ჩემი ბათუმი, დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება
ყოფილმა მთავარსარდლმა მოაწყო “კლოუნადა” და შექმნა ილუზია თითქოს საქართველოში დაბრუნდა: გია აბაშიძე