LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თალაკვაძე: მზად ვართ, პარტნიორებთან ერთად განვიხილოთ, რისი გაკეთება შეიძლება, რომ საქართველოს ჰქონდეს უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები

122
არჩილ თალაკვაძე

„საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი მტკიცედ აქვს განსაზღვრული“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რა იქნება საქართველოს პასუხი იმ შემთხვევაში, თუკი სამხედრო ნეიტრალიტეტის საკითხი საქართველოს წინაშე დადგება.

თალაკვაძის თქმით, ამ რთულ ვითარებაში, როცა რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ომს აწარმოებს, ყველა ქვეყანა და მათ შორის, საქართველო მხარს უჭერს უკრაინას და ფიქრობს თავის უსაფრთხოების პირობებზე. მისი თქმით, საქართველო მზადაა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განიხილოს ნებისმიერ ფორმატში, თუ რის გაკეთება შეიძლება დამატებით, რომ საქართველოს ჰქონდეს მეტი უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიები.

მდინარაძე: საგარეო ურთიერთობებზე ენმ-ის და მისი დანაყოფების არცერთ ინიციატივას აღარ განვიხილავთ

„საქართველოს თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი განსაზღვრული აქვს მტკიცედ და ხელისუფლება და საზოგადოება ამაში ერთიანია. თუ დასავლეთი და საერთაშორისო პარტნიორები შეიმუშავებენ უკრაინისთვის უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს სამომავლოდ, უკრაინის მშვიდობიანი განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რასაკვირველია, უსაფრთხოების ასეთი დამატებითი გარანტიები საჭირო იქნება საქართველოსთვის. ჩვენ მზად ვართ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განვიხილოთ ნებისმიერ ფორმატში, თუ რისი გაკეთება შეიძლება დამატებით, რომ საქართველოს ჰქონდეს უსაფრთხოების დამატებითი გრძელვადიანი გარანტიები”,  – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ნეიტრალიტეტი ჩვენთვის, დღეს და ახლა, ნიშნავს რუსეთში დაბრუნებას, განუვითარებლობას, მონობას – ჯაფარიძე

კაჭკაჭიშვილი: ნატოს პოტენციური წევრობა უკეთესია თუ ე.წ. ნეიტრალიტეტი? რა თქმა უნდა, პოტენციური წევრობა, არავითარი ფარ-ხმლის დაყრა!

magti 5g