ავღანეთის დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველა მიმართულებით რეისები აკრძალულია. გადაწყვეტილება მოძრაობა „თალიბანმა“ მიიღო. ინფორმაციას Sky News Arabia ავრცელებს.
ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით კი, „თალიბანის“ რაზმები ქაბულის აეროპორტს მიუახლოვდნენ, თალიბთა ცალკეული ჯგუფები უკვე შენობაში იმყოფებიან.
CNN-ის ჟურნალისტის განმარტება: რატომ ჩაიცვა კორესპონდენტმა აბაია თალიბების ქაბულში შეჭრის შემდეგ
"მე ყოველთვის ვიკეთებდი თავსაბურავს ქაბულის ქუჩაში, თუმცა, ბოლომდე არ მქონდა დაფარული თმა", - წერს ჟურნალისტი.
შენობასა და მის მიმდებარედ შეკრებილი ადამიანების დასაშლელად, მათ ჰაერში ავტომატური იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლეს.
ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, აეროპორტი სამოქალაქო პირთათვის რამდენიმე დღეში, 21 აგვისტოს გაიხსნება.
მანამდე ვრცელდებოდ ინფორმაცია, რომ გაუქმდა ყველა კომერციული რეისები ქაბულის აეროპორტიდან, ხოლო ტრანზიტულ თვითმფრინავებს რეკომენდაცია მიეცათ, შეეცვალათ მარშრუტი ავღანეთის საჰაეროს სივრცის გვერდის ავლით.
თალიბანის წევრები ქაბულში ატრაქციონებზე “ერთობიან”
