LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თალიბანის” უპრეცედენტო გადაწყვეტილება – ავღანეთში ხელმძღვანელ თანამდებობებზე ქალები დანიშნეს

106
1

მოძრაობა თალიბანმა, ავღანეთში ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და პირველად, მაღალ თანამდებობებზე ქალები დანიშნა.

ქალების ხელმძღვანელ პოზიციებზე დანიშვნის შესახებ ინფორმაცია თალიბანის მთავრობის სპიკერმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

როგორც ტვიტშია აღნიშნული, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით, ექიმი მალალაი რაჰიმი “მალალაის” სამშობიარო სახლის დირექტორად დაინიშნა.

“მას წარმატებებს ვუსურვებთ თავის მცდელობებში”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გავრცელებული ინფორმაციითვე, კიდევ ერთი ქალი დაიკავებს ხელმძღვანელის პოსტს – ექიმი არიანი ქაბულის სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის ხელმძღვანელად დაინიშნა.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც მოძრაობა “თალიბანმა” ავღანეთზე კონტროლი დაამყარა, ქვეყანაში ქალებს სხვადასხვა სახის საქმიანობის უფლება ჩამოერთვათ.

 

 

 

ვრცლად წაიკითხავთ აქ:

თალიბანის მორიგი აკრძალვა: ქალები ნათესავი მამაკაცის თანხლების გარეშე ვეღარ იმგზავრებენ

ავღანეთში სტუდენტ და მოსწავლე გოგონებს ბიჭებთან ერთად, ერთ კლასში სწავლა აეკრძალათ

„თალიბანი“ ქალებსა და კაცებს უნივერსიტეტებში ერთად სწავლას უკრძალავს

“თალიბები” ტელევიზიებს იმ ფილმების ჩვენებას უკრძალავენ, რომელშიც ქალები მონაწილეობენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g