„ავღანეთში უნივერსიტეტები გენდერული ნიშნით დაიყოფა, ხოლო საამისოდ ახალი, სპეციალური სამოსი იქნება შემოღებული,“ – ამის შესახებ ინფორმაციას „თალიბანის“ წარმომადგენლები ავრცელებენ.
უმაღლესი განათლების მინისტრის თქმით, ქალებს ექნებათ სწავლის უფლება, მაგრამ არა კაცების გვერდით.
ცნობისთვის, 15 აგვისტოს, ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ „თალიბანმა“ განაცხადა, რომ ქალებს ექნებათ განათლების მიღებისა და მუშაობის უფლება.
თუმცა, მას შემდეგ, უსაფრთხოების დაცვის საბაბით, მუშაობის უფლება მხოლოდ ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულ ქალებს მიეცათ.