LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თალიბანმა“ თანხმობა განაცხადა, აშშ-ის და მესამე ქვეყნების 200 მოქალაქეს ავღანეთის დატოვების ნებართვა მისცეს

43
თალიბები

Reuters-ის ინფორმაციით, „თალიბანმა“ თანხმობა განაცხადა, აშშ-ის და მესამე ქვეყნების 200 მოქალაქეს ავღანეთის დატოვების ნებართვა მისცეს.

გამოცემა წერს, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ ქვეყანა ჩარტერული რეისებით დატოვონ და ქაბულის აეროპორტიდან გაფრინდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას, გამოცემა აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ისლამისტური რადიკალური დაჯგუფება დაითანხმეს 9 სექტემბერს გაფრენის ნებართვა გაეცა აშშ-ის საგანგებო წარგზავნილის, ზალმაი ხალილზადის მხრიდან ზეწოლის შედეგად,“ – ამბობს გამოცემის ანონიმური წყარო.

ცნობები იმის შესახებ, არის თუ არა, ეს 200 მოქალაქე იმ ჯგუფის ნაწილი, რომელიც ჩრდილოეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფში ჩარჩნენ, („თალიბებმა მათ გაფრენის უფლება არ მისცეს.) ჯერჯერობით გაურკვეველია.

ფოტო: Reuters
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები