23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია სახელდება.
„ფორტუნასთან“ საუბარში ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ადასტურებს, რომ მანქანაში მედიკამენტები აღმოაჩინეს.
თუმცა ამ ეტაპზე არ შეუძლია საუბარი, რა მედიკამენტებზეა საუბარი.
„არ ვიცი, რა მედიკამენტი იყო ავტომობილში. რაღაც წამლები არის, მაგრამ რა მედიკამენტებია, ვერ გეტყვით. ამაზე პასუხს ექსპერტიზა გაგვცემს“, – აცხადებს რამიშვილი „ფორტუნასთან“ საუბარში.
გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს
თამარ ბაჩალიაშვილის სამსახური: კომპანიასთან კავშირში რამდენიმე მაღალჩინოსანის გვარი იკვეთება