5 დღის წინ გაუჩინარებული, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში, ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.
“მოწყენილი იყო ხოლმე… ადამიანი ვარ დედი, ხან ასეც ვიქნებიო…” – რას ჰყვება დაკარგული გოგონას დედა
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომობილი ბოლოს თეთრიწყაროს სოფელ ხაიშში, ქუჩის ვიდეოკამერებმა დააფიქსირა, შემდეგ კი ადგილობრივმა – სოფელ გოლთეთში. გოგონას სამძებრო სამუშაოებში დღეს ვერტმფრენებიც ჩაერთო.
დღესვე დაკარგული გოგონას დედამ მიმართვა გაავრცელა და საზოგადოებას შვილის პოვნაში დახმარება სთხოვა.