23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს უკვე მე-5 დღეა ეძებენ. გოგონა სახლიდან შაბათს, დღის პირველი ნახევარში გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. დაკარგული გოგონას დედა, თეონა თამაზაშვილი, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას შვილის პოვნაში დახმარებას სთხოვს.
“მოწყენილი იყო ხოლმე… ადამიანი ვარ დედი, ხან ასეც ვიქნებიო…” – რას ჰყვება დაკარგული გოგონას დედა
“მთელი საქართველოს მასშტაბით გთხოვთ!!! ვისაც მოსვლა შეგიძლიათ თეთრიწყაროს რაიონში მოგვეხმაროთ თამარ ბაჩალიაშვილის მოძებნაში, რომელიც უკვე მე5 დღეა არ ჩანს. ვისაც არა თქვენი მიმდებარე ტერიტორიები დაათვალიერეთ, რამეთუ , ვფიქრობ, რომ არის შანსი უკვე აღარ იმყოფებოდეს თეთრიწყაროს რაიონის ტერიტორიაზე. გთხოვთ გულთან მიიტანოთ დედის ვედრება და ნუ დაგეზარებათ გავრცელება. ღმერთი იყოს ყველას მფარველი . წინასწარ გიხდით მადლობას”, – წერს თეონა თამაზაშვილი.
თამარ ბაჩალიაშვილის კვალი სოფელ გოლთეთში იკარგება. მანამდე მის იკუთვნილი ავტომობილი კამერებმა ხაიშში დააფიქსირეს. სამძებრო სამუშაოები, რომელშიც დღეიდან ვერტმფრენებიც ჩაერთვებიან, ამ ეტაპზე თეთრიწყაროს ორ სოფელში მიმდინარეობს.