LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ბაჩალიაშვილი ნორვეგიაში, პოლიტიკური თავშესაფრით იყო დაინტერესებული

21137
tamarbachaliashvili-720x430

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი ნორვეგიაში, პოლიტიკური თავშესაფრით იყო დაინტერესებული-ამის შესახებ „მთავრი არხის“ ეთერში ნიკა გვარამიას გადაცემაში გახდა ცნობილი.

ნიკა გვარამიას ნორვეგიის მოქალაქე ესაუბრა.

როგორც სატელეფონო ჩანაწერიდან ირკვევა, ბაჩალიაშვილი ქალს სოციალურ ქსელში დაუკავშირდა, ჯერ სწავლის შესახებ ჰკითხა, შემდეგ კი პოლიტიკური თავშესაფრის მიღების წესებით დაინტერესდა.

ამასთან მოქალაქე ამბობს, რომ ბაჩალიაშვილმა მასთან საუბრისას აღნიშნა, რომ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის კონკრეტული მიზეზები და მტკიცებულება გააჩნდა.

როგორც ნორვეგიის ქართველი მოქალაქე აღნიშნავს, თამარს საქართველოში უკან დაბრუნება აღარ სურდა.

„20 წელია ნორვეგიაში ვცხოვრობ. თამარი ჩემთან კონტაქტზე გამოვიდა იანვრის შუა რიცხვებში. ჩვენი კონტაქტი ასე შედგა: სოციალურ ქსელში ერთ-ერთ ჯგუფში ნორვეგიასთან დაკავშირებით კითხვები დასვა, რასაც კომენტარით გამოვეხმაურე.

მას ჩემთვის პასუხის კომენტარზე აღარ გაუცია და პირად შეტყობინებაში მომწერა. მომიკითხა, ძალიან მოკრძალებულად მწერდა. იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცნობდი, ვკითხე, საიდან მომაგნო, რაზეც მომწერა, რომ თქვენი კომენტარი ვნახე და თუ ახლა ნორვეგიაში ცხოვრობთ, თქვენთან რამდენიმე კითხვა მაქვსო.


სიამოვნებით დავთანხმდი, მომწერეთ რა კითხვებიც გაქვთ და აუცილებლად გიპასუხებთ-მეთქი.ასე დაიწყო ჩვენი დიალოგი სოციალურ ქსელში.
პირველი კითხვა შეეხებოდა სწავლას, მან მითხრა რომ სურდა მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელება და აინტერესებდა ამ ქვეყნის სასწავლებლებში როგორ იყო საბუთების შეტანა და ა.შ. ვუპასუხე, რომ არ ვფლობდი ინფორმაციას, თუმცა შემეძლო რომ გამერკვია და მისთვის მიმეწოდებინა.
ასე დასრულდა ჩვენი პირველი საუბარი. მადლობა გადამიხადა ყურადღების დათმობისთვის და ბოდიში მომიხადა დროის წართმევისთვის. რამოდენიმე დღეში ისევ შემეხმიანა და მკითხა, რამე ხომ არ გავარკვიე.
გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ შევძელი მისთვის ინფორმაციის მოძიება. რაზეც მოვუბოდიშე.
ამ საუბრის დროს მან ახსენა პოლიტიკური თავშესაფარი. მკითხა, თეო თუ იცი როგორ ხდება პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა ნორვეგიაშიო.

თამარი დაინტერესებული იყო ქვეყნის დისლოკაციის შეცვლით და ჩემთან მიზეზად ასახელებდა პოლიტიკურ თავშესაფარს. თუმცა რას გულისხმობდა პოლიტიკურ თავშესაფარზე არ ვიცი, მას სხვა დეტალებზე ჩემთან არ უსაუბრია.

მხოლოდ ის მითხრა, რომ მას საკმაოდ კარგი და საფუძვლიანი მიზეზი და დამადასტურებელი საბუთები ჰქონდა იმისთვის, რომ პოლიტიკური თავშესაფარი მოეთხოვა ნორვეგიაში. ისიც მითხრა, რომ უნდოდა წასულიყო ისეთ ქვეყანაში საიდანაც უკან აღარ გაუშვებდნენ, რადგან მისი თქმით ის უკან დაბრუნებას ვერ შეძლებდა.
ვკითხე თუ ჰყავდა მეუღლე, რაზეც მიპასუხა, რომ არა და არც შეყვარებული ჰყავდა.

ამის შემდეგ უკვე მარტის თვის დასაწყისში შემეხმიანა და მომწერა: თეო აქ ხარ? მონაწერი ვნახე, მაგრამ პასუხის ვერ მოვახერხე. ცოტა ხანში ჩემს კუთვნილ სოციალურ ქსელში შესვლა ვეღარ მოვახერხე, როცა პაროლს ვწერდი, მიჩვენებდა, რომ ჩემი სოციალური ქსელის ანგარიში დაბლოკილი იყო.
მაშინ ამას ყურადღება არ მივაქციე. ამის შემდეგ თამართან არანაირი კონტაქტი აღარ მქონია.“-ამბობს თეონა ყურუა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g