LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ჟვანია არის ცესკოს თავმჯდომარე, პიროვნებას ებრძვი? ჩვენ პიროვნებებზე არ ვკონკრეტდებით, ვსაუბრობთ იმაზე, როგორ იქნება ზოგადად საარჩევნო სისტემა: გურამ მაჭარაშვილი

75
6756776876878787 (1)

„თამარ ჟვანია არის ცესკოს თავმჯდომარე, პიროვნებას ებრძვი? თუ შენ სისტემას ქმნი, პიროვნებებზე კი არ უნდა იყო ორიენტირებული, არამედ იმაზე, რომ სისტემა იყოს ისეთი, რომელიც უზრუნველყოფს გაცილებით მეტ ობიექტურობას არჩევნების მიმდინარეობისას“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ საარჩევნო რეფორმებზე საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა თვითმმართველობის არჩევნებზე ცესკოს ადმინისტრაციაში ცვლილებები, რომელიც თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას შეეხება, მაჭარაშვილი პასუხობს, რომ ხელისუფლება კონკრეტულ პიროვნებებზე არ არის ორიენტირებული და ცესკოს დაკომპლექტების საკითხიც მეტად ობიექტურად განხორციელდება, ვიდრე დღეს არის.

ძალიან მალე, ისტორიულ საარჩევნო რეფორმას მივიღებთ, მისი თამარ ჟვანიამდე “დახურდავება” არასწორია: ელისაშვილი

„ჩვენ პიროვნებებზე არ ვკონკრეტდებით, არამედ ვსაუბრობთ იმაზე, როგორ იქნება ცესკოს დაკომპლექტება და ზოგადად საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს კიდევ უფრო მეტ ობიერტურობას, ვიდრე არის დღეს.

ოპოზიციის ნაწილი, რომელიც გაცილებით რადიკალურია, ორიენტირებული არ არის საკითხის შინაარსზე, არამედ ორიენტირებულია თავის სუბიექტურ მიდგომებზე. არასდროს ისინი შინარსში არ შედიან.

თამარ ჟვანია არის ცესკოს თავმჯდომარე, პიროვნებას ებრძვი? თუ შენ სისტემას ქმნი, აქ პიროვნებებზე კი არ უნდა იყო ორიენტირებული, არამედ იმაზე რომ სისტემა იყოს ისეთი რომელიც უზრუნველყოფს გაცილებით მეტ ობიექტურობას არჩევნების მიმდინარეობისას.

ჩვენ არასოდეს კონკრეტული პიროვნებების მიმართ არ ვამბობთ, რომ პიროვნება არ უნდა იყოს, არამედ მისი სტატუსიდან გამომდინარე ვსაუბრობთ საკითხის პრობლემატურობაზე. ეს არის განსხვავება ჩვენსა და ოპოზიციას შორის.

საარჩევნო რეფორმა – რას გვეუბნება მიშელის დოკუმენტი და რაზე მსჯელობენ პოლიტიკოსები

აქედან გამომდინარე, ჩვენ პიროვნებებზე არ ვკონკრეტდებით, არამედ ვსაუბრობთ იმაზე, როგორ იქნება ცესკოს დაკომპლექტება და ზოგადად საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს კიდევ უფრო მეტ ობიერტურობას ვიდრე არის დღეს“,-განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g