LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ჟვანიას განკარგულებით, „გირჩის“ საარჩევნო სია ჩაიხსნა

108
გირჩი

ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განკარგულებით, პარტია „გირჩის“ საარჩევნო სია ჩაიხსნა.

ჟვანიას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდა და სია ჩაიხსნა პარლამენტის წევრობის კანდიდატების მე-8 ნომრიდან, 129-ის ჩათვლით.

„გირჩის“ სიაში დარჩნენ ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო და ლევან ჯგერენაია.

ცნობისთვის, „გირჩის“ გადაწყვეტილება პარტიული სიის ჩახსნის შესახებ ალექსანდრე რაქვიაშვილისთვის სადეპუტატო მანდატის მინიჭებას უკავშირდება.

ამის შემდეგ, პარლამენტის წევრობაზე უარს იტყვის „გირჩის“ სიით პარლამენტში შესული ქალი დეპუტატი – სალომე მუჯირი, რომლის ადგილსაც პარლამენტში ალექსანდრე რაქვიაშვილი დაიკავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g