LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ გაბუნია განმარტავს, რა შემთხვევაში დასჭირებათ ადამიანებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 4 დოზის გაკეთება

116
თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, რა შემთხვევაში დასჭირებათ ადამიანებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 4 დოზის გაკეთება.

მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ „დამატებითი“ და ე.წ „ბუსტერ“ დოზა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს, რადგან „დამატებითი“ დოზის გაკეთება უწევთ იმ ადამიანებს, რომელთაც მოგზაურობისთვის სჭირდებათ, რომ „ფაიზერით“ იყვნენ ორჯერადად ვაქცინირებულები, ხოლო ე.წ. „ბუსტერ“ დოზა მესამე დოზაა, რაც ყველანაირად საკმარისია იმუნური ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.

გაბუნიას თქმით, რეკომენდაციები „ბუსტერ“ დოზასთან დაკავშირებით არის მეორე აცრიდან 6 თვე, ზოგ შემთხვევაში კი 3 თვე, რომელიც მხოლოდ 1 დოზა კეთდება.

„ბუსტერ“ დოზა ნიშნავს ერთ დოზას. რეკომენდაციები „ბუსტერ“ დოზასთან დაკავშირებით არის მეორე აცრიდან 6 თვეში, ზოგ შემთხვევაში 3 თვეში. „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ აცრილი ხანდაზმული პირისთვის რეკომენდირებულია „ბუსტერი“ იყოს 3-6 თვემდე.

რაც შეეხება ორ დამატებით დოზას, მინდა ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ორი დამატებითი დოზა და „ბუსტერ“ დოზა. „ბუსტერ“ დოზა არის მესამე დოზა, ეს ყველანაირად საკმარისია იმუნური სტატუსის შენარჩუნებისთვის. დამატებითი დოზა იმ შემთხვევაში კეთდება, თუ პირს მოგზაურობის მიზნებისთვის სჭირდება, რომ ვაქცინირებული იყოს „ფაიზერის“ ვაქცინით, ქვეყანა მოითხოვს, ორჯერ იყოთ ვაქცინირებული „ფაიზერით“. ამ შემთხვევაში შეიძლება მოუხდეს მას ოთხჯერ აცრა. ეს „ბუსტერისგან“ განსხვავებულია “, – აღნიშნავს გაბუნია.

შესაძლოა, საჭირო იყოს ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთება: ამირან გამყრელიძე

77 გარდაცვლილი და 4 445 ახალი შემთხვევა – განახლებული კოვიდსტატისტიკა

დღეის მდგომარეობით, 12-დან 15 წლამდე ასაკის 150-200-მდე მოზარდია აცრილი: ამირან გამყრელიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g