LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ივერი: “ძალადობამ ბიძაშვილ-მამიდაშვილობა არ იცის… უნდა დასრულდეს საკუთარი უვარგისის ხელის დაფარების სინდრომი”

654
pjimage

თელავის საკრებულოს წევრი, მიხეილ გრემელაშვილი ცოლ-შვილზე ძალადობისა და მუქარის, ასევე  ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გუშინ დააკავეს.

დაკავებამდე ცოტა ხსნით ადრე, დეპუტატი ოჯახის წევრებზე ძალადობაში სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელმა და ბრალდებულის ბიძაშვილმა, მარიამ კუკუნაშვილმა ამხილა. კუკუნაშვილმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ გრემელაშვილი ოჯახის წერვებზე წლების განმავლობაში ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა.

ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი თამარ ივერი საკუთარ “ფეისბუქზე” კუკუნაშვილის პოსტს ეხმაურება და წერს, რომ დამნაშავე ნათესავისთვის ხელის არ დაფარება მისაბაძი და გმირული საქციელია.

“ბავშვმა დაწერა არ დამმარხოთ, თეთრ ზეწარში გამახვიეთ და ისე გადამაგდეთო” – თელავის საკრებულოს წევრი ოჯახის წევრებზე ძალადობისთვის დააკავეს

 

“ის რაც მარიამ კუკუნაშვილმა გააკეთა არის გმირობა!!!! წარმომიდგენია რა რთული იქნებოდა მისთვის ამ ურთულესი და ვაჟკაცური გადაწყვეტილების მიღება და მთელი ნათესაობისადმი წინ აღდგომა. მით უმეტეს,როცა შენი მოძალადე ოჯახის წევრი თვით სახელმწიფო სამსახურში და თანამდებობის პირია.ათმაგად უფრო რთულია აქ ასეთი გადაწყვეტილების მიღება!!! მარიამის საქციელი უნდა გახდეს ყოველი თქვენგანისთვის მაგალითი!!! დამნაშავეობამ და ძალადობამ ბიძაშვილ-მამიდაშვილობა არ იცის!!! საკუთარი მოძალადე,დამნაშავე თუ მკვლელი პირველ რიგში,მისივე ოჯახისა და საზოგადოების უსაფრთხოების მიზნით,თქვენვე უნდა გამოაშკარაოთ!! რადგან,თქვენზე უკეთ ჯერ არავინ არ იცის მისი “კაიკაცობის” და “საქმენი საგმირონია”ს შესახებ!! არ თქმა კი ავტომატურად დანაშაულებებზე ხელის დაფარებას და თვალის დახუჭვას ნიშნავს!!! აი,ასეთების ხელმოსაჭიდიც სწორედ ისაა რომ მათ იმედი აქვთ:
ჩემიანი არ ჩამიშვებს!! ჩემიანი არ გამამხელს! ჩემი ნათესავია-დამიცავს!! “არა ტო”ჩემი ბიძაა-არაფერს იტყვის!!! ჩემი და ….ცოლი…გაჩუმდება აბა რაა!!!
მორჩა!! უნდა დასრულდეს საზოგადოებაში ასეთი საკუთარი უვარგისის ხელის დაფარების სინდრომი და მერე ნელ ნელა გაიწმინდება საზოგადოება ასეთი გრემელაშვილებისნაირებისგან!!!
ბრავა!! მარიამ!!
შენ დიდი ჯანსაღი მაგალითი მიეცი ამ საზოგადოებას,გამოაფხიზლე და სარკეში ჩაახედე ისინი! და იმედია,ჯანსაღი მიმდევრებიც გამოგიჩნდებიან!!!” – წერს თამარ ივერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g