LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ კორძაია – „ქართულ ოცნებაში“ დასავლეთის მოსაზრებები არ აინტერესებთ – ეს არის ტოტალიტარიზმისკენ მიმავალი ცალსახა გზა

152
tamar-kordzaia_w_h

 “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თამარ კორძაიამ ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებების შეფასებისას განაცხადა, რომ არ აქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ დასავლეთიდან ვინმეს უსმენს.

მისი თქმით, ხელისუფლებას დასავლელი პარტნიორების მოსაზრებები არ აინტერესებს, რაც დემოკრატიული გზა არ არის.

„არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ დასავლეთიდან ვინმეს უსმენს, ეს დაადასტურა კიდეც გუშინ შალვა პაპუაშვილმა თავისი კომენტარებით გერმანელ კოლეგებთან შეხვედრასთან დაკავშირებით. მათ დასავლეთის მოსაზრებები არ აინტერესებთ. ეს არ არის დემოკრატიული გზა, ეს არის ტოტალიტარიზმისკენ მიმავალი ცალსახა გზა“,- განაცხადა კორძაიამ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციური პარტიების გაუქმებაზე განცხადება არ ჟღერს დემოკრატიულად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g