LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ მაყაშვილი ფსიქოლოგიურ პრობლემებს ებრძვის: „როცა ვგრძნობ, რომ მე ეს მეწყება, ექიმთან მივდივარ და შეიძლება, ორი კვირით ჩავწვე კიდეც…“

1269
მაყასჰვილი

მსახიობი თამარ მაყაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ თავისი ფსიქოლოგიური პრობლემების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამის წინააღმდეგ ექიმებისა და მედიკამენტების დახმარებით იბრძვის:

„როცა ვგრძნობ, რომ მე ეს მეწყება, ექიმთან მივდივარ და შეიძლება, ორი კვირით ჩავწვე კიდეც. სახლში ვარ, ვწევარ და ჩემს თავს ვუვლი. ამ დროს ყველა ხელს მიწყობს და ნელ-ნელა გამოვდივარ მდგომარეობიდან. ორი კვირის მერე წამოვხტები და საქმეს ვაკეთებ გიჟივით. რობოტს ვეძახი ჩემს თავს. მეგობარმა მოტორიანი თხა დამარქვა, მაგრამ მე ვამბობ, რომ რობოტი ვარ. ხანდახან ელემენტები დამიჯდება და სანამ ახალ ელემენტებს ჩავისვამ, ვისვენებ, მერე რომ მოვიქოქები, ვეღარ ვჩერდები. ამიტომ ჩემი შვილების თავზე არ გადადის ეს მდგომარეობა. რომ მკითხავენ, დედა, რა გჭირსო, ვეტყვი ხოლმე, ცოტა ხანი მაცადეთ და ამათაც იციან, რომ მაქვს ასეთი პერიოდები, რომელიც მალე გადამივლის. არის დღეები, როცა არ ვდგები და სულ ძილად ვარ ქცეული, არც ეს არის პრობლემა, ეს დროებითია.

ამ დროს ფიზიკურად ხარ სუსტად, უენერგიოდ, არაფრის კეთება არ გინდა. ჩემმა მეგობრებმაც იციან ამის შესახებ და როცა ეს მდგომარეობა მაქვს, მაქსიმალურად ცდილობენ, არ დამირეკონ, არ მოვიდნენ, მაგრამ ჩემს ამბავს კითხულობენ. იმ მომენტში მირჩევნია, სახლში მარტო ვიყო, ჩემთვის და განვიტვირთო. ამასობაში წამლებიც იწყებს მოქმედებას და ნელ-ნელა გამოდიხარ მდგომარეობიდან. მერე რომ მოვიქოქები, ჩვეული ცხოვრება გრძელდება. ვამბობ ხოლმე, რომ არა ბავშვები, შეიძლება, ფეხზე არც ავდგე-მეთქი“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები