LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ მაყაშვილი: როდესაც გავიგე, ნინუცა ქმარს შორდებოდა, ძალიან გამიხარდა

52

„ვიზიტორის“ სტუმარი მსახიობი და ტელეწამყვანი თამარ მაყაშვილი იყო. საუბარი მისი ცხოვრების გარშემო წარიმართა.

– თამარ, პირველ რიგში როგორ ხარ?
– ძალიან კარგად, აქტიურად, მუდმივ გადარბენებში, რაც ძალიან მახარებს. ვცდილობ, ცხოვრება გავიხალისო, იმიტომ , რომ თუ არ გავიხალისეთ, უნდა ჩავხტეთ მტკვარში და რადგან ეს არ მინდა, ჯობია ხან ვიმღერო, ხან ვიცეკვო და ა.შ.
– შურთ თქვენი?
– მე არ ვიცი რა არის შური და ეჭვიანობა. მამა დედაზე 20 წლით უფროსი იყო, დედა ძალიან ლამაზი ქალი იყო, არ მახსოვს, რომ ოდესმე ზედმეტი კითხვა დაესვას, რადგან სულ ამბობდა, რომ თუ ადამიანი საკუთარ სიმაღლეზე დგას, ეჭვიანობა საერთოდ რა მოსატანია?!
– ეს როდის გაიგეთ?
– რუსკას და ნინუცას მამასთან რომ მქონდა ურთიერთობა, მაშინ. საოცარ რაღაცეებს იგონებდა, რაც შეურაცხმყოფელია. ალბათ შურის იგივე მომენტია, რატომ უნდა მშურდეს, მაგალითად შენ რომ 20 მილიონი გქონდეს? ყველაზე ძალიან გამიხარდება.
– თქვენს მიმართ თუ ყოფილა ინტრიგები, ფეხის დადების მცდელობა?
– კი, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ძალიან კომუნიკაბელური და მეგობრული ვარ და ასეთ რაღაცეებს ყურადღებასაც არ ვაქცევ. მქონია ასეთი შემთხვევა და დღეს ძალიან კარგი მეგობრები ვართ, ისევ ჩემი დამსახურებით. თეატრში ასეთი რამე ბუნებრივია, როდესაც ახალი მიდიხარ, ჰგონიათ, რომ რომ მის სივრცეს იკავებ.  თუ არ ისწავლე ამ ყველაფრის გატარება, ძალიან გაგიჭირდება.
– არსებობენ ადამიანები თქვენს ცხოვრებაში, ვისთანაც კედელი აგქვთ აღმართული?
– კი, მას შემდეგ, რაც ძალიან მაწყენინეს. თუმცა მე ძალიან ლმობიერი ადამიანი ვარ და საბოლოოდ მივლის.
– პირველ მეუღლესთან თუ გაქვთ კონტაქტი?
– მე არა და რუსკას და ნინუცას ალბათ აქვთ.


როდესაც მარტო დარჩი შვილებთან…
– სულ მარტო ვარ (იცინის), თუმცა ისეთი მშობლები და ძმა მედგნენ გვერდში, რომ ჩემს შვილებს არაფერი მონატრებიათ. ჩემი მოვალეობა მხოლოდ მათი სკოლაში წაყვანა-მოყვანა და ა.შ. იყო. ზოგადად, ყველაფერს ძალიან მარტივად ვუყურებ და ეს კარგიც არის.
როდესაც რუსკამ და ნინუცამ მსახიობობა მოინდომეს, მხარი დაუჭირეთ მათ?
– რა თქმა უნდა, რაც უნდოდათ, ის გააკეთეს და ყოველთვის ასე იყო.

– დღეს ამაყი ხართ?
– ჯერ ჩემს შვილებს არ უთამაშიათ ისეთი როლი, რომ ამაყი ვიყო. ძალიან კრიტიკული და მომთხოვნი ვარ და რაც სხვებს ეპატიებათ, მათ არ ეპატიებათ. თუმცა როდესაც ვხედავ, რომ ჩემი შვილის დახმარებით მაყურებელი თუნდაც ნახევარი საათი იღიმის, ძალიან მსიამოვნებს.

– როგორ ასწრებთ შვილის, შვილიშვილის მოვლას?
– ნამდვილად ბევრი მოსავლელი მყავს, ალბათ არ ფიქრობთ, რომ ნინუცა თავს იკლავს თავისი შვილის მოვლით (იცინის), ისიც მე მყავს და მეხმარება გია, რომელიც ბევრ ქალზე მეტად მეხმარება და ბევრ ისეთ საქმეს აკეთებს, რასაც ქალი არ გააკეთებდა. მენტალური პრობლემები ნამდვილად არ აქვს.

როდესაც გაიგე, რომ ნინუცა დაშორდა ქმარს, რა რეაქცია გქონდათ?
– არაჩვეულებრივი, გადასარევი. როდესაც გავიგე, ნინუცა ქმარს შორდებოდა ძალიან გამიხარდა, რადგან ეს არ იყო ის წყვილი, რომელიც ბედნიერი იქნებოდა, ამიტომ სჯობდა ცალ-ცალკე ბედნიერად ყოფილიყვნენ. დაშორებაზე მე არანაირი რეაქცია არ მაქვს. როცა საჭიროა, უნდა დაშორდნენ.

დღეს ბედნიერი ხართ?

– რასაკვირველია, მყავს საყვარელი ოჯახი, ახლობლები, მეგობრები. მაქვს ჩემი საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს.

რომელია ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობ თავს?
– ზღვა. მზეს რომ ვხედავ უკვე კარგად ვარ და როდესაც ზღვაც ახლოს არის, არავინ და არაფერი არ მინდა.
წარმატებებს გისურვებთ.

 

გადაცემის ვიდეო-ვერსიას შეგიძლიათ უყუროთ ჩვენს Youtube-არხზე.

 

აუდიო ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები