საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავაა, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სწორედ მან შეცვალა თამარ სანიკიძე მინისტრის პოსტზე.
გიორგი მარგველაშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა თამარ სანიკიძეს, მისი თქმით, სანიკიძემ სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა და სულ მალე კვლავ მნიშვნელოვან თანამდებობას დაიკავებს.
რაც შეეხება ახალ მინისტრს, პრემიერის ინფორმაციით, ალექსანდრე ჯეჯელავა არის კომაროვის სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული, მან უმაღლესი განათლება მიიღო ESMის ბიზნესსკოლაში და აქვს დიდი გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიებში, ინოვაციების სფეროში.