LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სენატის სახელმწიფო უშიშროებისა და სამთავრობო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარეს, რესპუბლიკელ სენატორს, რენდ პოლს შეხვდა

221
თამარ ტალიაშვილი

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ის სენატის სახელმწიფო უშიშროებისა და სამთავრობო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარესთან, რესპუბლიკელ სენატორთან, რენდ პოლთან, რომელიც ასევე არის სენატის საგარეო ურთიერთობათა, ჯანმრთელობის, შრომისა და პენსიების, ასევე მცირე ბიზნესისა და წარმოების კომიტეტების წევრი.

ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

„შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განმტკიცების პერსპექტივებს. ასევე განხილული იქნა რეგიონში განვითარებული მოვლენები, სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობა და საერთაშორისო ურთიერთობების კონტექსტში არსებული აქტუალური საკითხები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g