მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობმა თამარ ტყემალაძემ, რომელმაც პოპულარობა „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებული როლით მოიპოვა, სიყვარულის გამო 40 კილო დაიკლო და ამის შესახებ ჟურნალ „სარკეს“ უყვება:
„როცა წონა ძალიან გამეცა, გადავწყვიტე, სწორი კვებით დამეკლო და მართლაც დავიკელი. მერე ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ჩემი მეუღლე, დათო ჟღენტი და სიყვარულმა სასწაული მოახდინა, კლება უფრო დავიწყე.
ანალიზები ჩავიტარე და ექიმმა მითხრა, რომ სწორ კვებაზე უნდა გადავსულიყავი. დღეში მინიმუმ სამჯერ და მაქსიმუმ ოთხჯერ უნდა იკვებო. ჩემი ორგანიზმი მაშინვე დაემორჩილა სწორ კვებას, რადგან ერთ თვეში უკვე საკმაოდ დავიკელი…
როგორია თქვენი და თქვენი მეუღლის სიყვარულის ამბავი?
ჩვენ ერთმანეთს თეატრში შევხვდით და აქედან დაიწყო ყველაფერი.
ერთ-ერთი სტიმული, რომ ფორმაში ჩამდგარიყავით, სიყვარულიც ხომ არ იყო?
კი, თავისთავად. ძალიან კარგი რაღაცები ხდება, როცა შეყვარებული ხარ…
