თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მე-16 სართულიდან ახალგაზრდა ბიჭი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაცია “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შემთხვევა დღეს მოხდა.
როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, რაც 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.