LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თამაშობანა“ ბავშვებს ძველ თამაშებს ასწავლის

91

კომპანიათამაშობანაბავშვებს იმ თამაშებს ასწავლის, რომლებსაც საქართველოში წინა თაობები თამაშობდნენ, უფროსებს კი საყვარელ აქტივობებს გაახსენებს. ამის შესახებფორტუნა პლუსს” ”თამაშობანასიდეის შემქმნელმა, ნონა სონღულაშვილმა განუცხადა.

თამაში აერთიანებს ბავშვებს, ასწავლის წესის და რიგის დაცვას, უწრთობს ნებისყოფას და ხასიათს, უყალიბებს სიმტკიცეს, სიძნელეთა და დაბრკოლებების გადალახვის უნარს, ავარჯიშებს, ამხიარულებს და აბედნიერებს მათ. ჩვენი მიზანია, ბავშვებმა იგრძნონ თანატოლებთან ურთიერთობის ბედნიერება და იყვნენ ფიზიკურად აქტიურები”, – განცხადა სონღულაშვილმა .

მისივე ინფორმაციით, ყველაზე მნიშვნელოვნი არის ის, რომ თამაშობანა აერთიანებს თაობებს და ოჯახებს აძლევს შესაძლებლობას, ერთად და მხიარულად გაატარონ დრო. გარდა ამისა, იგეგმება თამაშების ექსპორტზე გატანა და აქტიური მონაწილეობის მიღება სათამაშოების საერთაშორისო გამოფენებში.

როგორც ნონა სონღულაშვილმა განმარტა, პირველი დეკემბრიდან თამაშების შეძენა უკვე შესაძლებელია ცხელი ხაზის მეშვეობით(555 555 167), რომელიც ითვალისწინებს თამაშების სახლში უფასოდ მიტანას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასევე, თამაშები გაიყიდება მაღაზიათა ქსელბიბლუსში“. მომავალში იგეგმება ონლაინ მაღაზიის გახსნა, საიდანაც ყველა შეძლებს სათამაშოების გამოწერას. ფასები 22.50 –59.50 ლარამდე მერყეობს. (https://www.facebook.com/tamashobana.ge/)

თამაშობანაარის ქართული თამაშების მწარმოებელი კომპანია, რომელიც 2015 წელს შეიქმნა და მომხმარებელს სთავაზობს საგანმანათლებლო და გასართობი თამაშებს ბავშვებისთვის და დიდებისთვის. 

კომპანიის დამფუძნებლები არიან ნონა სონღულაშვილი და ნინი ჩიქოვანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები