Tame Impala-მ ახალი სიმღერა It Might Be Time გამოუშვა. კომპოზიცია მის მომავალ ალბომში The Slow Rush შევა, რომელიც 2020 წლის 14 თებერვალს გამოვა.
შეგახსენებთ, Tame Impala მულტიინსტრუმენტალისტმა კევინ პარკერმა 2007 წელს შექმნა. ის ფსიქოდელიური მუსიკითაა შთაგონებული. მუსიკოსი სამი სტუდიური ალბომის მფლობელია.