LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თამო, ჩემო ტკივილო და სამუდამო სევდავ, დღეს 27 წელი შეგისრულდებოდა მტარვალს რომ არ გამოესალმებინე სიცოცხლეს“ – რას წერს თამარ ბაჩალიაშვილის დედა

428
თეონა თამაზაშვილი

„23 წელი გვაბედნიერებდი და ოთხი წელია განადგურებული ვართ მე და მამაშენი“ – ამის შესახებ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა სოციალურ ქსელში წერს და შვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

თეონა თამაზაშვილი გარდაცვლილ შვილს დაბადების დღეს ულოცავს და წერს, რომ თამარი დღეს 27 წლის გახდებოდა. თამარის დედა იმედოვნებს, რომ სამართალი საბოლოოდ იზეიმებს და ბაჩალიაშვილის საქმეს ნათელი მოეფინება:

„თამო ჩემო ტკივილო და სამუდამო სევდავ, დღეს 27 წელი შეგისრულდებოდა მტარვალს რომ არ გამოესალმებინე სიცოცხლეს. 23 წელი გვაბედნიერებდი და ოთხი წელია განადგურებული ვართ მე და მამაშენი.  

უფლის სამართალი ურმით დადიდსო და ვცოცხლობთ მოვესწროთ იმ დღეს, როცა უფლის სამართალი მაინც იზეიმებს. იმედია ძალიან არ დააგვიანებს“ – წერს თეონა თამაზაშვილი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 23 წლის პროგრამისტი, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 2020 წლის 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. რამდენიმე დღიანი ძებნის შემ­დეგ, თეთ­რი­წყა­როს ტყე­ში, იგი სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

თამო ჩემო ტკივილო და სამუდამო სევდავ😭 დღეს 27წელი შეგისრულდებოდა მტარვალს რო არ გამოესალმებინე სიცოცხლეს.😭23 წელი…

Posted by Teona Tamazashvili on სამშაბათი, 18 ივნისი, 2024
mazda magti 5g