LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

TAMOSKIN-მა ქართველ მომხმარებელს კორეული პარტნიორი ბრენდის Beauness-ის საკვები დანამატები წარუდგინა

1690
Beauness

საქართველოს ბაზარზე სილამაზისა და ჯანმრთელობის კორეული ინდუსტრიის კიდევ ერთი საინტერესო წარმომადგენელი მკვიდრდება – ბრენდი Beauness, რომელიც მომხმარებელს არა მხოლოდ ახალი ტიპის საკვებ დანამატს, არამედ ცხოვრების ჯანსაღი სტილის განსხვავებულ ფილოსოფიას სთავაზობს. ქართველი მომხმარებლისთვის მისი გაცნობის იდეა თავისა და კანის მოვლის საშუალებების ქართული ბრენდის TAMOSKIN დამფუძნებელს თამო ვაშალომიძეს ეკუთვნის:

Beauness-ის დამფუძნებელი ტერი ჰონგი კორეაში ჩემი ბრენდის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ყოფნის დროს გავიცანი. მან Beauness-ის არა მხოლოდ პრემიუმ ხარისხის საკვები დანამატები, არამედ პროდუქციის სრული ასორტიმენტი გამაცნო (აქვე აღვნიშნავ, რომ ეს პროდუქტები ეტაპობრივად შემოვა საქართველოში). მოვიხიბლე ამ ბრენდით, რადგან განსხვავებულია. მისი საკვები დანამატები კომფორტულია გამოსაყენებლად, გაჯერებულია ვიტამინებით, შეიცავს პროტეინს 20%-ის ოდენობით, დაბალკალორიულია. ამ დანამატების გამოყენება შეუძლიათ არა მხოლოდ მათ, ვინც აქტიურად ვარჯიშობს, არამედ მათაც, ვინც, ვთქვათ, დილით საუზმეს ვერ ასწრებს ან არ უნდა რომ საღამოს ბოლო კვება მაღალკალორიული იყოს. Beauness-ის საკვები დანამატები იხსნება წყალში, კარგად უნდა შევანჯღრიოთ 1 წუთის განმავლობაში და შემდეგ მივიღოთ. სულ 6 გემო აქვს და ისინი უკვე ხელმისაწვდომია როგორც TAMOSKIN-ის სტენდებზე, ისე Beauness Georgia-ს ოფიციალურ ვებგვერდზე, ფეისბუკ გვერდზე. სწორედ საკვები დანამატების ქართული ბაზრისთვის წარდგენის მიზნით ჩამოფრინდა ტერი საქართველოში, ასევე ჩვენი ქვეყნის და ხალხის უკეთ გასაცნობად.

– ტერი, რატომ გაგიჩნდათ სილამაზესა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პროდუქტების წარმოების სურვილი?

– მე ყოფილი სპორტსმენი გახლავართ, სულ ახლო წარსულში პრემიუმ კლასის ფიტნეს დარბაზებსაც ვმართავდი. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრ ადამიანთან მქონდა შეხება, აღმოვაჩინე, რომ ყველას ერთი საერთო პრობლემა ჰქონდა – ყველას უნდოდა ყოფილიყო ლამაზი, თუმცა ამისთვის ხშირად ჯანმრთელობისთვის საზიანო ხერხებს მიმართავდა. ამიტომ დავიწყე ამ პრობლემის გადაჭრის გზების ძიება და შინაგან ჯანმრთელობაზე დაყრდნობით გარეგანი სილამაზისთვის საჭირო პროდუქტების შემუშავება. ასე შეიქმნა ბრენდი Beauness.

– რა თვალსაზრისით არის თქვენთვის საინტერესო ქართული ბაზარი?

– ჩვენი ბრენდის მისიაა, რომ არა მხოლოდ კორეაში, არამედ მთელ მსოფლიოში ყველასთვის  იყოს ხელმისაწვდომი სილამაზის და ჯანმრთელობის ბალანსის ჩვენი ფორმულები, შესაბამისად, დავიწყეთ გაფართოება. საქართველოს აღმოჩენამდე ჯერ თამო გავიცანი, ვაკვირდებოდი მის მუშაობას და რომ დავინახე, რამხელა შრომას დებდა საკუთარი ბრენდის განვითარებაში, მივხვდი, რომ ჩემს ბრენდსაც საკუთარივით მიხედავდა. სწორედ ამის შემდეგ ბუნებრივად გაჩნდა ინტერესი საქართველოს მიმართ.

– რა მოლოდინი გაქვთ?

– საქართველოში პირველად ვარ. ჩამოსვლამდე არ ვიცოდი, რა მოლოდინი უნდა მქონდა, მაგრამ როცა ჩამოვედი, ხალხი გავიცანი და დავინახე, როგორი დიდი ინტერესი გაქვთ ჯანმრთელობის, კანზე ზრუნვის მიმართ, მივხვდი, რომ ამ ქვეყანაში აუცილებლად შეიყვარებენ ჩვენს პროდუქტებს.

– მას შემდეგ, რაც ქართველები ახლოდან გვნახეთ, როგორ ფიქრობთ, ვსაჭიროებთ თქვენს საკვებ დანამატებს?

– თქვენს სამზარეულოს სიამოვნებით გავეცანი, მაგრამ ვნახე, რომ მაღალკალორიულ საკვებსა და ბევრ პურს მიირთმევთ, განსაკუთრებით მამაკაცებს აქვთ წონის პრობლემა, ამიტომაც ვფიქრობ, რომ ჩვენი პროდუქტი სარგებელს მოგიტანთ.

– ფიქრობთ თუ არა, უფრო გააღრმაოთ საქართველოსთან ურთიერთობა?

– მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, ვფიქრობ, თამოსთან კონსულტაციის შემდეგ, ჩვენი გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის მკვლევრებითა და ფარმაცევტებით, შემოგთავაზებთ კონკრეტულად თქვენი ხალხისთვის კიდევ უფრო გამოსადეგ და საინტერესო პროდუქტებს.

– თამო, ინტერვიუს თქვენთან საუბრით დავასრულებთ, რა სიახლეები აქვს ამჟამად უშუალოდ TAMOSKIN-ს?

– ცოტა ხნის წინ ბაზარს ახალი პროდუქტი – 10 პეპტიდის შრატი შევთავაზეთ, რომელიც ეფექტურად ებრძვის დაბერების ნიშნებს, ამცირებს წვრილ ხაზებსა და ნაოჭებს. ის კორეაში იწარმოება. ძალიან მალე დაგვემატება ახალი კორეული ხაზიც. საერთოდაც, წელს ვგეგმავ, რომ TAMOSKIN-ის და TAMO COSMETICS-ის მომხმარებელი ბევრი ინოვაციური პროდუქტით გავანებივრო. ასევე გაგიმხელთ იმასაც, რომ მაქვს შემოთავაზება მექსიკიდან, რომელიც თუ გამოვა, კომპანიისთვის უდიდესი წინსვლა იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g