თბილისისა და მოსკოვის შემდეგ, ქართველ მომღერალს, რუსული ესტრადის წარმომადგენელს, თამარ გვერდწითელს, ბელორუსში ვარსკვლავი გაუხსნეს. „სლავიანსკი ბაზარზე“, სადაც მომღერალს წლებია, სპეციალური სტუმრისა და ჟიურის საპატიო წევრის სტატუსით იწვევენ, თამრიკო გვერდწითელი დააფასეს და მისთვის ვარსკვლავის გახსნა გადაწყვიტეს.
დავინტერესდით, გეგმავს თუ არა ის საქართველოში ჩამოსვლასა და კონცერტის გამართვას. როგორც მისმა მენეჯერმა, რეზი ახრახაძემ გვითხრა, თამრიკო გვერდწითელი საქართველოში მხოლოდ დასასვენებლად ჩამოვა, ხოლო მომავალი წლისთვის ახალი პროგრამით წარდგება ქართველი მსმენელის წინაშე.