LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამთა კვარაცხელია: „საკუთარი თავის გარდა, არც მტერი და არც კონკურენტი მყავს…“

226
თამთა კვარაცხელია

თამთა კვარაცხელია ჟურნალ „გზასთან“ თავის თვისებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივ აზრს არასდროს აქცევდა ყურადღებას:

„აღმოვაჩინე, რომ საკუთარი თავის გარდა, მტერი და კონკურენტი არ მყავს. რამე თუ შემეშლება, თავს ყველაზე მკაცრად თავად განვსჯი. განვიცდი დაშვებულ შეცდომებს, არც ბოდიშის მოხდა მიჭირს. ჩემთვის საზოგადოებრივ აზრს არასდროს ჰქონდა მნიშვნელობა. ხალხი ხშირად ათას სისულელეს საუბრობს. ჩემთვის ყოველთვის მთავარი იყო, თავად ვყოფილიყავი მართალი საკუთარ თავთან და ადამიანები შემეფასებინა მხოლოდ მათი ჩემთან პირადი თუ საქმიანი ურთიერთობიდან გამომდინარე. ვცდილობ, არავინ განვიკითხო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g