LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამთა მიქელაძე: „აბსურდი! ტერორი! არაადამიანობა! – ჩხრეკის შედეგად წაღებულია დროშები, პლედები, პროტესტის ბრენდირებული ნივთები, კომპიუტერები და მეხსიერების ბარათები“

162
Capture

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, იურისტი თამთა მიქელაძე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, ეს არის აბსურდი, ტერორი და არაადამიანობა, რადგანაც, როგოც მიქელაძე წერს, ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა ამოიღეს დროშები, პლედები, პროტესტის ბრენდირებული ნივთები, კომპიუტერები და მეხსიერების ბარათები.

„ნენსი ვოლანდი მას შემდეგ გახდა ცუდად, რაც პოლიციამ კედელთან მიიმწყვდია და დაკითხვაზე გაყოლა მოსთხოვა.

“ან შენით წამოხვალო, ან უშნო რაღაცების გაკეთება მოგვიწევსო.”

„ისაკო დევიძის სახლის ჩხრეკის შემდეგ ოჯახი დედის ოპერაციისთვის სესხად აღებულ 2000 ლარს ვეღარ პოულობს.”

„ჩხრეკაა, ზუსტად იგივე საქმეა, თუმცა ხელახლა დაიწყეს ეს საქმე, როგორც ჩანს. ზუსტად იგივე გააკეთეს, ისევ ჩხრეკაა, ოღონდ ახლა გადავყავარ განყოფილებაში” – აცხადებს ილია ღლონტი.

ჩხრეკის შედეგად წაღებულია დროშები, პლედები, პროტესტის ბრენდირებული ნივთები, კომპიუტერები და მეხსიერების ბარათები.

აბსურდი!

ტერორი!

არაადამიანობა!“, – წერს თამთა მიქელაძე.

„ჩემთან პოლიციაა მოსული“ – ჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებლის, ილია ღლონტის სახლში პოლიცია შევიდა

შსს აქტივისტების სახლებში ჩხრეკაზე – გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტებზე მიმდინარეობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g