„თქვენ მართლა პროპაგანდისტებო,თან ყველა დროში. ვიცი რის გამოა ეს „დასჯა”, მაგათ შემუშავებულ მესიჯებს რომ არ ვტენი მაყურებელს და მაგათგან რომ ვერ ვისწავლე სასურველის რეალობად გასაღება“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე წერს და მის მიმართ საზოგადოების ნაწილის კრიტიკას ეხმაურება.
სოციალურ ქსელებში დიანა ტრაპაიძე კრიტიკის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც თავის კოლეგას, „პირველი არხის“ წამყვანს, თამთა სანიკიძეს დაბადების დღე საჯაროდ, სოციალურ ქსელში მიულოცა.
„თამთა, გილოცავ, ბედნიერი იყავი. ის პატარა ჯიბგირი მომიკითხე“, – წერდა ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.
„თამთას მივულოცე და ყოველთვის მივულოცავ,მეტიც, მისი წაყვანილი ინტერვიუებიც მინახავს, როცა საინტერესო სტუმარია. ჟურნალისტების დიდი ნაწილი საერთოდ შეკითხვას აღარ სვამს. ოცი წელია მესმის რომ ბოლო ბრძოლაა და რა დროს კითხვის დასმაა. ჯერ ადამიანი გადაარჩინეთ თქვენში, მერე პროფესია და ქვეყანა თავისით გადარჩება. თქვენ მართლა პროპაგანდისტებო,თან ყველა დროში.
ვიცი რის გამოა ეს „დასჯა”, მაგათ შემუშავებულ მესიჯებს რომ არ ვტენი მაყურებელს და მაგათგან რომ ვერ ვისწავლე სასურველის რეალობად გასაღება.
არცერთი ხელისუფლების ტელევიზიაში არ მიმუშავია (რამდენიმე თვის გარდა,ვიდრე გამოვიქცეოდი) იმედიდან 2015 წელს წამოვედი, ოცნება თეთრ ცხენზე რომ იჯდა.
თქვენ მასწავლით ბრძოლას? კეთილსინდისიერებას? სოლიდარობას?
საერთოდ სხვაგან ვარ მეგობრებო,სხვა ლიგაში,ადამიანების.
რაც გინდათ მეძახეთ. თქვენ რომ მერჩით ძალა მემატება. მხოლოდ ის მასუსტებს ჩემი მეგობრები რომ ღელავენ და ჩემი დაცვის გამო ტალახს ესვრით“, – წერს დიანა ტრაპაიძე სოციალურ ქსელში.
თამთას მივულოცე და ყოველთვის მივულოცავ,მეტიც, მისი წაყვანილი ინტერვიუბიც მინახავს,როცა საინტერესო სტუმარია. …
Posted by Dianna Trapaidze on ხუთშაბათი, 20 მარტი, 2025
შეგახსენებთ, დიანა ტრაპაიძის მილოცვა კოლეგისადმი გუშინ, უფლებადამცველმა, ბაია პატარაიამ გააკრიტიკა და დაწერა:
„მეგობრობს ხალხი, ერთმანეთი ესაყვარლებათ და ეძვირფასებათ. მერე რა რომ ვიღაც „პროპაგანდონია?“ მერე რა რომ ვიღაც მოღალატეა? მერე რა რომ დიქტატურაში ვცხოვრობთ? ტფილისი ხომ უერთიერთობაა… „ნე გავარიიი…“ – წერდა პატარაია.
პატარაიას კრიტიკას ჟურნალისტი, თამთა სანიკიძეც გამოეხმაურა, ბაია პატარაიას დაწერილი „სქრინი“ გააზიარა და დაწერა: „დასკვნები თქვენთვის მომინდია“:
დასკვნები თქვენთვის მომინდია❤️
Posted by Tamta Sanikidze on ხუთშაბათი, 20 მარტი, 2025
ბაია პატარაიას კრიტიკას დიანა ტრაპაიძის მისამართით, სოციალურ ქსელში უპასუხა ჟურნალისტმა, ინგა გრიგოლიამაც:
„ყველაფერს აქვს საზღვარი. ვექტორი გაასწორეთ და რეჟიმზე მიმართეთ თქვენი რისხვა,თუ შეიძლება რა. დაბადების დღეების მილოცვა მათთვის ,ვისთანაც წლების მეგობრობა გაკავშირებს, არის ადამიანობა და არავის საქმე არაა,ვის მიულოცავს ნებისმიერი ჩვენგანი…“ – წერდა გრიგოლია.