თამუნა ამონაშვილი და რეჟისორი რეზიკო არჩვაძე მშობლები გახდნენ.
როგორც მომღერალი „პრაიმ ტაიმთან“ საუბარში ამბობს, მათ ტყუპებს იონა და მელანია დაარქვეს.
„ჩემს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპია. ყოველთვის მინდოდა დედობა. გაგვიჩნდა ტყუპები, რომელსაც ერთად ვუვლით მე და ჩემი მეუღლე რეზიკო. ვუცვლით, ვაბანავებთ, ვაჭმევთ“, – განაცხადა თამუნა ამონაშვილმა.
