TAMUNA HANDMADE ACCESSORIES მომხმარებელს სხვადასხვა აქსესუარებს, ფეხსაცმელებს, ნაქსოვ ქუდებსა და ჟაკეტებს სთავაზობს. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას დიზაინერმა თამუნა ზირაქაშვილმა განმარტა, მასალად შალს, ანგორასა და მოჰერს იყენებს. რაც შეეხება აქსესუარებს, ტყავით, თვლებითა და ქსოვილებით ქმნის.
მსურველებს სამკაულების შეძენა 5-დან 40 ლარის, ხოლო ჩანთებიას 50-150 ლარის ფარგლებში შეუძლიათ. ნაქსოვი ჟაკეტების ფასი 200 ლარიდან იწყება, ხოლო ქუდების შეძენას კლიენტები 20 ლარიდან შეძლებენ.
”ამ ეტაპზე ახალ კოლექციაზე ვმუშაობ. შეკვეთებს faceebok-ის გვერდის საშუალებით ვიღებ და მაქსიმალურად ვცდილობ, შემკვეთის ყველა სურვილი და მოთხოვნა გავითვალისწინო”, – განაცხადა ზირაქიშვილმა.
მომხმარებელს TAMUNA HANDMADE ACCESSORIES-ის პროდუქციის ნახვა და შეკვეთა faceebok-ის გვერდის საშუალებით შეუძლიათ.
( https://www.facebook.com/tamunaz3/timeline )