“პროფილის” ახალი გამოშვება გაშვილების პრობლემას დაეთმო. მთავარი სტუმარი გახლდათ ტელესახე და წამყვანი თამუნა მუსერიძე, რომელმაც 32 წლის ასაკში დადასტურებულად გაიგო, რომ ნაშვილებია. მისი გამზრდელი დედის გარდაცვალების შემდეგ ეს ამბავი მეზობელმა უთხრა. როგორც თამუნა ამბობს, მანამდეც ესმოდა ეს ხმები, მაგრამ მის შესახებ იმდენი ჭორი ვრცელდებოდა, რომ არასდროს დაუჯერებია.
ამ ამბის გაგების შემდეგ თამუნას ძალიან რთული მდგომარეობა შეექმნა. მაია ასათიანის კითხვაზე, ვინ ედგა გვერდით ასეთ მძიმე დროს, მან უპასუხა, რომ მას მხარდაჭერა მეგობრებმა გაუწიეს. რაც შეეხება მის მეუღლეს, მსახიობ სანდრო მიკუჩაძეს: “სანდრო წავიდა…”, აღნიშნა საუბრისას. წამყვანის კითხვაზე, სად წავიდა სანდრო, თამუნას პასუხი იყო, რომ მისი მეუღლე თავის სახლში დაბრუნდა.
თამუნას თქმით, თავადაც ხვდებოდა, რომ ძნელი გასაძლები იყო.