თამუნა მუსერიძისა და სანდრო მიკუჩაძის სიყვარული მალე ქორწილით დაგვირგვინდება. ცნობილმა სახეებმა უკვე შეიძინეს ბეჭდები, როგორც თავად ამბობენ, მალე ურთიერთობას გააოფიციალურებენ.
მანამდე კი მსახიობისა და ტელესახის ამბებს სოციალური ქსელიდან ვიგებთ. ახლახან თამუნამ „ფეისბუქზე“ სანდროს ფოტო განათავსა, სადაც ის სამზარეულოში ფუსფუსებს, თამუნა კი წერს: „სამზარეულოში კაცი არ მიშვებდეს, გაგიგიათ?“
თამუნას მეგობრები ურჩევენ, ამ შესანიშნავი მომენტით ისარგებლოს. სხვათა შორის, იმსაც წერენ, რომ კაცები უფრო გემრიელად ამზადებენ, ვიდრე ქალები…