„აქ ძალიან კარგად ჩანს მისი განწყობა! ყველა შეიძლება შეაშინო, მაგრამ ვახოს ვერვინ შეაშინებს, ისეთია ომში რომ გაყვები“, – წერს ექიმი, ჟურნალისტ ვახო სანაიას მეუღლე, თამუნა ყურაშვილი სოციალურ ქსელში და თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული პროცესიდან ფოტოს აქვეყნებს.
„პ.ს. არა ვარ საქართველოში, სანი მყავს შემოწმებაზე თავის ექიმთან და მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის“, – წერს თამუნა ყურაშვილი.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ტელეწამყვანი, ვახო სანაია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე, მანუჩარ ცაცუას გადაწყვეტილებით, მას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განესაზღვრა.